"მოქალაქეებისა და აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების პოლიტიკურ სტრატეგიად იქცა" — DRI-ის ანგარიში
ფოტო: ტელეგრამარხი "არა რუსულ კანონს"
დღეს, 15 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) გამოაქვეყნა ანგარიში — საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ.
ანგარიში ასახავს 2023 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო მოძრაობების და აქტივისტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე დაკვირვების შედეგებს.
- დოკუმენტში გაანალიზებულია იმ პირების სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგები, რომლებიც უშუალოდ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ან აქციებთან დაკავშირებით დააკავეს.
- დოკუმენტში საუბარია იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელთა მიღებაც უარყოფითად აისახება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე.
- დოკუმენტის მეორე ნაწილი 2023 წლის 6 ნოემბრიდან 15 აპრილამდე გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკვირვების შედეგების მიმოხილვას ეხება.
- ანგარიშის მესამე ნაწილი ეთმობა რუსული კანონის დაინიციირებიდან 2024 წლის 30 მაისამდე განვითარებულ მოვლენებს.
DRI-ის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობა, აქციის მონაწილეთა დაშინებისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობები. კერძოდ:
- რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე, დემონსტრანტთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის იმ მასშტაბით დარღვევას, რაც მართლსაწინააღმდეგო შედეგს გამოიწვევდა ან მთლიან შეკრებას ძალადობრივად აქცევდა.
- არც ერთ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, არ არსებობდა აქციის დაშლის სამართლებრივი საფუძველი.
- აქციების დროს, სამართალდამცავებმა მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში არაერთხელ შეუშალეს ხელი.
- რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე 200-ზე მეტი პირი დააკავეს. დაკავებულებს, არ განემარტათ დაკავების საფუძველი და მათი საპროცესო უფლებები. ხშირად ეზღუდებოდათ ადვოკატის ყოლის უფლება.
- შსს, ხშირ შემთხვევაში, ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს არ აწვდიდა ინფორმაციას დაკავებული პირების ადგილსამყოფლის შესახებ.
- სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ არა ერთ დაკავებულ პირს. რამდენიმე დაკავებულისთვის მიყენებული დაზიანებების ხასიათი (ძირითადად, დაშავებული სახე და ჩამტვრეული კბილები) მოწმობს, რომ დაზიანებები არ შეიძლება იყოს კანონიერი საპოლიციო ღონისძიებების შედეგი და წარმოადგენს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ აშკარა ანგარიშსწორებას.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, სასამართლოზე მტკიცებულებების სტანდარტი კვლავ უკიდურესად დაბალია:
"ხელისუფლების მიერ ღიად მხარდაჭერილმა ორგანიზებულმა ჯგუფებმა დააზიანეს არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების ან მათი ოჯახის წევრების საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები, შეურაცხმყოფელი წარწერებით, პლაკატებით და სტენსილებით ააჭრელეს ოფისების ან ორგანიზაციების ხელმძღვანელების საცხოვრებელი სახლების და ჭიშკრების ფასადები".
DRI-ის შეფასებით, ოცნების ერთ-ერთი ლიდერის საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადება და თანმხლები ვიდეო ადასტურებს, რომ მმართველი პარტია არა მხოლოდ ახალისებს საპოლიციო ძალადობას, არამედ, ასევე, დგას საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ განხორციელებული დევნისა და თავდასხმების უკან.
გაიგე მეტი: დეპუტატი დიტო სამხარაძე აღიარებს, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორი თავად არის
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები