5 შეთავაზება საქართველოს ბანკისგან, რომელიც ბიზნესს ბუღალტერიის გამართვაში დაეხმარება
ფოტო: საქართველოს ბანკი
თანამედროვე ბუღალტერია მხოლოდ ხარჯებისა და შემოსავლის აღრიცხვა არ არის. ეს არის კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული იარაღი, რომელიც მოიცავს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ანალიზსა და გააზრებულ დაგეგმვას. სწორი ბიუჯეტირება და ფინანსური მდგომარეობის მუდმივი შეფასება ნებისმიერი ზომისა თუ მიმართულების ბიზნესისთვის წარმატების წინაპირობაა. ამასთან, კარგი ბუღალტერია კომპანიას ეხმარება, შესაბამისობაში მოვიდეს საგადასახადო, სააუდიტო და იურიდიულ მოთხოვნებთან.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი კომპანიებისთვის მეტ შესაძლებლობას ქმნის ბუღალტერიის გასამართავად. ექსკლუზიურად საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის, არაერთი შეთავაზება მოქმედებს, რომლებზეც დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით.
50%-მდე ფასდაკლება ბუღალტრულ და საგადასახადო სერვისებზე
განსაკუთრებულ ფასად გთავაზობს მომსახურებას Loialté. იგი პირველი ქართული აუდიტორული და საკონსულტაციო ბრენდია, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით ISO 9001:2015 სერტიფიკატს (ხარისხის მართვის სისტემა) ფლობს.
Loialté აერთიანებს საგადასახადო, საბუღალტრო, იურიდიულ, სატრენინგო, ფინანსური მართვის, ბიზნესის განვითარების, ციფრული ტექნოლოგიებისა და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ მომსახურებებს. განსაკუთრებული შეთავაზების ფარგლებში კი, 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებ კომპანიის ბუღალტრულ და საგადასახადო სერვისებზე.
20%-იანი ფასდაკლება ბუღალტრულ სერვისებზე
თანამედროვე ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საბუღალტრო ოპერაციები გაციფრულებული ჰქონდეს — ამგვარად მათი წარმოება უფრო მარტივიცაა და მომგებიანიც. სწორედ საბუღალტრო და საგადასახადო მხარის გამართვაში, მათ გაციფრულებაში დაგეხმარება კომპანია ენთები, იგივე AccountAnts.
ენთების სერვისები მოიცავს სრულ ბუღალტრულ მომსახურებას თანამედროვე სააღრიცხვო პროგრამაში, სრულ საგადასახადო მომსახურებას, ფინანსურ რეპორტინგს, ბიუჯეტირებასა და ანალიზს, ძველი პერიოდების აღრიცხვის აღდგენასა და გასწორებას. განსაკუთრებული შეთავაზების ფარგლებში კი, საბუღალტრო სერვისებზე შენ 20%-იან ფასდაკლებასაც მიიღებ.
30%-მდე ფასდაკლება ბუღალტრული აუთსორსინგის მომსახურებაზე
საბუღალტრო მომსახურებაზე ფასები ზოგჯერ განისაზღვრება პაკეტებით, რომლებიც გარკვეული რაოდენობის ტრანზაქციებს აერთიანებს. მაგალითად, ფინანსურ-ბუღალტრული აუთსორსინგის კომპანია პოლარისი თვეში 100-მდე ტრანზაქციას 450 ლარად ახორციელებს, 300-მდე ტრანზაქციას — 750 ლარად, 500-მდე ტრანზაქციას კი — 1200 ლარად.
პოლარისის მომსახურებაში შედის ბუღალტრულ-ფინანსური აღრიცხვა; საგადასახადო კონსულტაციები, დეკლარაციებისა და ფინანსურ ანგარიშგების მომზადება, ინდივიდუალური რეპორტინგი. შეთავაზების ფარგლებში, ამ ყველაფერზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებ.
განსაკუთრებული ფასი საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ სერვისებზე
ბუღალტერიის გამართვასა და საგადასახადო ოპერაციების მოწესრიგებაში დაგეხმარება ფინანსური ექსპერტების კორპორაცია FEC, რომელიც ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა. განსაკუთრებული შეთავაზება მოიცავს სპეციალურ ფასს საბუღალტო, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებებზე.
მაგალითად, შეთავაზების ფარგლებში, ყოველთვიურ საბუღალტრო სერვისზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ, ერთჯერად მომსახურებაზე კი — 25%-იანი ფასდაკლებით. ამასთან, FEC საგადასახადო კონსულტაციასაც გაგიწევს, დაგეხმარება დაგეგმვაში, საგადასახადო აუდიტის წარმოებასა და საგადასახადო დავის პროცესშიც კი.
ამ ყველაფერთან ერთად, ბიზნესმომხმარებლებისთვის განკუთვნილი შეთავაზება ითვალისწინებს 20%-იან ფასდაკლებას საათობრივ იურიდიულ მომსახურებაზე და ამ მიმართულებით დამატებით 15%-იან ფასდაკლებას დეველოპერული კომპანიებისთვის.
სპეციალური შეთავაზება სხვადასხვა მიმართულებაზე Nexia-სგან
ნებისმიერი სერვისით სარგებლობისას მთავარია იმ კომპანიის მიმართ სანდოობა, რომელიც გარკვეული ტიპის სამსახურს გიწევს. Nexia კი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში და ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მიმართულებით განსაკუთრებულ პირობებს გთავაზობთ:
- საერთაშორისო ხარისხის ბუღალტრული მომსახურება;
- თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სრულად გაციფრულებული და გამარტივებული ბუღალტრული პროცესები;
- ინფორმაციის გაცვლის ავტომატიზებული პორტალი;
- გამარტივებული დოკუმენტბრუნვის პროცესი, რაც კომპანიას სამუდამოდ მოაშორებს “ბუღალტრულ თავის ტკივილს”.
მთელ მსოფლიოში უამრავ კომპანიასთან თანამშრომლობით დაგროვილი Nexia-ს გამოცდილობა გარანტია თქვენი ბიზნესისთვის საჭირო ბუღალტრული პროცესების მაღალი ხარისხით გასამართად და მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად. უფრო ვრცლად შეთავაზების შესახებ გაიგებთ აქ.
შეთავაზებებით სარგებლობისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელი უნდა იყო. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს ანგარიში გახსენი ონლაინ, ან გადმოწერე ბიზნეს მობილბანკის აპლიკაცია Android ან iOS მოწყობილობისთვის.
ყველა შეთავაზება თქვენი ბიზნესისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
კომენტარები