ვერეს ხეობაში, სტიქიის გამო დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმეზე, საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
ფოტო: Dmytro Vietrov / Shutterstock
მოკლედ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
რა მოხდა: დავით გაბიტაშვილი 2015 წლის 13 ივნისს, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი სტიქიის შედეგად გარდაიცვალა.
- საჩივარში ხაზგასმულია, რომ სტიქიის დროს, სახელმწიფომ გამოიჩინა დაუდევრობა, ერთი მხრივ, ვერ დაიცვა მოსახლეობა სტიქიური უბედურებისგან, როგორც რისკების წინასწარი მონიტორინგით, ისე — საზოგადოების დროული გაფრთხილებით.
- მეორეს მხრივ, სახელმწიფომ არ ჩაატარა სათანადო ღონისძიებები სტიქიის დამანგრეველი შედეგების შესამცირებლად, რაც საგანგებო სიტუაციის არასათანადოდ მართვაში გამოიხატა.
- "მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს საქართველოს კანონმდებლობით ევალებოდათ ეფექტიანი და დროული ნაბიჯების გადადგმა, მათი მხრიდან ვალდებულებების უგულებელყოფამ და კოორდინაციის არარსებობამ დავით გაბიტაშვილის გარდაცვალება გამოიწვია", — წერს საია.
ორგანიზაცია, ასევე, აღნიშნავს, რომ დავით გაბიტაშვილის ოჯახის ინტერესებს ეროვნული სასამართლოების წინაშე 9 წლის განმავლობაში იცავდა. ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ,
- გაბიტაშვილის გარდაცვალების მიზეზად, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, გზების არგადაკეტვა დასახელდა, რაც საკითხის არასრულყოფილ და არასათანადო შესწავლას წარმოადგენს.
- ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს ყველა იმ უწყების უმოქმედობა, რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს სტიქიის შედეგების პრევენცია და მასზე სათანადო რეაგირება.
- ამდენად, მხოლოდ ამ უწყებას დაეკისრა ოჯახისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 13 ივნისის განვითარებული მოვლენებიდან 9 წლის შემდეგ, გამოძიებას რაიმე კონკრეტული შედეგისთვის დღემდე არ მიუღწევია, რაც მის არაეფექტიანობას უსვამს ხაზს:
- "მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგამოძიებო ორგანოებმა და ადგილობრივმა სასამართლოებმა ერთობლივად შექმნეს ხელოვნური საპროცესო ბარიერები, რათა გამორიცხულიყო მსხვერპლთა ოჯახის წევრების სისხლის სამართლის პროცესში ჯეროვანი მონაწილეობა".
- საიას თქმით, გაბიტაშვილის ოჯახის წევრებს დღემდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ვერ მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ.
საია წერს, რომ ეროვნულ დონეზე არასათანადოდ შეფასდა 2015 წლის 13-14 ივნისის მოვლენები და არ დადგინდა ყველა უწყების, მათ შორის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პასუხისმგებლობა, ხოლო გამოძიება დღემდე არაეფექტიანად მიმდინარეობს.
- "აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 13 ივნისიდან დღემდე ქვეყანას არ გააჩნია სათანადო მექანიზმები სტიქიასთან საბრძოლველად, რისი ნათელი დადასტურებაც 2023 წლის ზაფხულში რაჭასა და გურიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებია", — წერს საია.
კონტექსტი: 2015 წლის 12 ივნისის ღამეს მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მდინარე ვერე ადიდა. წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი.
- სტიქიის შედეგად მოკვდა ასეულობით ცხოველი და განადგურდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა, წყალდიდობისას ცხოველების ნაწილი ზოოპარკიდან გაიქცა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები