სახელისუფლებო მედია სიღარიბის შესახებ სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებს — SJC
ფოტო: photofriday / Shutterstock
მოკლედ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) წერს, რომ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები იმედი და POSTV სიღარიბის შესახებ სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებენ.
რა მოხდა: 29 მაისს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვით, საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს — 11.8 %-ს მიაღწია.
- "ამ მაჩვენებელს იმედი და POSTV მანიპულაციურად განმარტავენ და ამტკიცებენ, რომ თითქოს 145 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია", — წერს SJC.
დეტალები: SJC-ის მიხედვით, სინამდვილეში, საქსტატის მონაცემები მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ საქართველოს ამჟამინდელი მოსახლეობის რა ნაწილი იმყოფება აბსოლუტურ სიღარიბეში და არაფერს ამბობს ამ მაჩვენებლის საფუძვლებსა და მიზეზებზე:
- "აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის ამ ნაწილმა სიღარიბე დაძლია, თუმცა, ზემოაღნიშნული მედიასაშუალებები სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობენ".
- SJC-ის განმარტებით, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების წილი არა მხოლოდ ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევის, არამედ სხვა არაერთი ფაქტორის გამო შეიძლება მცირდებოდეს. მათ შორისაა, ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაცია: "2023 წელს, ქვეყანა საქართველოს მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ — 163 000-ზე მეტმა ადამიანმა, დატოვა".
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიხედვით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონოდა არაერთ სხვა ფაქტორსაც, მათ შორისაა:
- სოციალური შემწეობითა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტებით სარგებლობა: 660 000-მდე ადამიანი საარსებო შემწეობის, ასევე სოციალურად დაუცველის ქულასთან დაკავშირებული არაერთი სოციალური მხარდაჭერის სერვისის მიმღებია. სახელმწიფოსგან ამგვარი სახით მიღებული შემოსავლების დაფიქსირება შესაძლებელია, ადამიანების აბსოლუტური სიღარიბის კატეგორიიდან ამოსვლის საფუძველი გახდეს.
- თუმცა, სახელმწიფოს ამგვარი მხარდაჭერა ბევრი ადამიანისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს და მათი შეწყვეტა მათ ფიზიკურ არსებობასაც კი საფრთხის წინაშე დააყენებდა.
- ემიგრანტების გზავნილებზე დამოკიდებულება: საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა 4 მლრდ. აშშ დოლარს, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში — 1 მლრდ. აშშ დოლარს აღემატებოდა.
- "ნათელია, რომ ემიგრანტების მხარდაჭერის გარეშე მოსახლეობის ნაწილის კეთილდღეობა მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა".
სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობაზე საუბრისას, აუცილებელია, მხედველობაში მივიღოთ ისეთი მაჩვენებლებიც, როგორიცაა ფარდობითი სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტი: "ამ ორი მონაცემის ანალიზისას ირკვევა, რომ 2023 წელს მდგომარეობა წინა წელთან შეფარებით არათუ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა, არამედ, გარკვეულ შემთხვევებში გაუარესდა კიდეც", — წერს SJC.
- მისივე განმარტებით, ფარდობითი სიღარიბე სოციალური მოწყვლადობისა და შემოსავლების უთანასწორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ის აღნიშნავს მოსახლეობის იმ წილს, რომელიც მედიანური სამომხმარებლო ხარჯის 60 %-ზე ნაკლებს მოიხმარს.
- როგორც აღმოჩნდა, 2023 წელს ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 0.1 %-ით შემცირდა და 19.8 % შეადგინა: "ხაზგასასმელია, რომ სასოფლო დასახლებაში ფარდობითი სიღარიბე 0.2 %-ით გაიზარდა კიდეც და მაჩვენებელი 26.8 %-ს გაუთანაბრდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების განსაკუთრებულ დაუცველობაზე და სოციალური დაცვის პოლიტიკის სისუსტესა და ფრაგმენტულობაზე", — განმარტავს SJC.
ორგანიზაცია წერს, რომ 2023 წელს გაიზარდა "ჯინის" კოეფიციენტის მაჩვენებელიც, რომელიც საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის ინდიკატორს წარმოადგენს.
- როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, კოეფიციენტი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით 2 პუნქტით გაიზარდა და 2020 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა გაიზარდა.
ბოლო ხაზი: სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს შექმნიდა.
- "რეალური რეფორმების ნაცვლად, მთავრობა ინარჩუნებს სისტემას, რომელიც მოსახლეობას სოციალურ გასაცემებზე დამოკიდებულს ხდის და აგრძელებს ამ დამოკიდებულების და, ზოგადად, სოციალური საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას", — წერს SJC.
-
კახა კალაძე: "მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაცა კუბოები, რაღაცა სისულელეები" კახა კალაძე: "მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაცა კუბოები, რაღაცა სისულელეები"
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსის საგაზაფხულო კამპანია დაიწყო გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსის საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
-
რუსული პასპორტის მქონე პირები არ შეიძლება იყვნენ არც პარლამენტის და არც პრემიერმინისტრის კანდიდატები — ფაშინიანი პუტინს რუსული პასპორტის მქონე პირები არ შეიძლება იყვნენ არც პარლამენტის და არც პრემიერმინისტრის კანდიდატები — ფაშინიანი პუტინს
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
EU-ის ქვეყნების შემდეგ, დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვას შვეიცარიაც აწესებს EU-ის ქვეყნების შემდეგ, დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვას შვეიცარიაც აწესებს
გადახედვა
-
Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის გამოფენა —Sintra’s Salt მალე დამთვალიერებლებს უმასპინძლებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის გამოფენა —Sintra’s Salt მალე დამთვალიერებლებს უმასპინძლებს
-
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა 1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
გადახედვა
-
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება
გადახედვა
-
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ
გადახედვა
-
Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება
გადახედვა
-
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
გადახედვა
-
რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში? რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში?
გადახედვა
-
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, "ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, "ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები მიხეილ სააკაშვილი: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები
გადახედვა
-
"მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
გადახედვა
-
მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა
გადახედვა
-
RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა
გადახედვა
-
NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა
გადახედვა
-
24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტისა და 40+ ორგანიზაცია: ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს, ჩაატარეთ სტერილიზაცია-კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა 24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტისა და 40+ ორგანიზაცია: ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს, ჩაატარეთ სტერილიზაცია-კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა
გადახედვა
კომენტარები