DRI: სოხუმი უცხოური აგენტების შესახებ კანონის განხილვას აჭიანურებს, ოკუპირებულ გალში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე კი ზეწოლა გრძელდება
ფოტო: ნინო გოგუა / OC Media
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, სოხუმი "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის განხილვას აჭიანურებს, პარალელურად კი, ოკუპირებულ გალში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა გრძელდება.
რა მოხდა: DRI-ის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კანონპროექტი "არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებენ" აფხაზეთის პარლამენტში ჯერ კიდევ 2024 წლის 7 თებერვალს წარადგინა.
- თუმცა, თბილისისგან განსხვავებით, სადაც პარლამენტმა რუსული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ორ თვეზე ნაკლებ დროში სამი მოსმენით მიიღო, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს კანონპროექტის განხილვა ჯერ არ დაუწყია.
მსგავსი: აფხაზეთი "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას გეგმავს — რა რეაქციებია
2024 წლის 11 აპრილს აფხაზეთის ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მიმართა, რომელიც, მათი შეფასებით, საფრთხეს უქმნის აფხაზეთის ნაციონალურ ინტერესს, კონსტიტუციურ წესრიგსა და მოქალაქეების თავისუფლებას.
- ოპოზიცია მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პრეზიდენტს საერთო სახალხო კრების მოწვევით დაემუქრა.
დეტალები: DRI-ის შეფასებით, სავარაუდოა, რომ კანონპროექტის მოსმენების გაჭიანურება დაკავშირებულია მოსალოდნელი არეულობებისა და დაპირისპირების შიშთან, რაზეც მიანიშნებს კანონპროექტთან დაკავშირებით არაერთი მოლაპარაკების და სხდომების მოწვევა, მათ შორის, ჟურნალისტების, ოპოზიციური მხარისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
- თავის მხრივ, ასლან ბჟანია იმუქრება, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებები ხელს უშლის აფხაზეთსა და რუსეთს შორის მეგობრულ ურთიერთობების განვითარებას და აუცილებელია, მათ შეეზღუდოთ, ზოგიერთ შემთხვევაში კი, საერთოდ აეკრძალოთ აფხაზეთში საქმიანობა.
DRI წერს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარებამ მას შემდეგ მოიმატა, რაც საქართველოს პარლამენტმა კანონი 2024 წლის 15 მაისს მესამე მოსმენით მიიღო.
- ბავშვთა ფონდის თავმჯდომარის, ასიდა ლომიას განცხადებით, მართალია, ბევრი მოწინააღმდეგე გამუდმებით უსვამს ხაზს აფხაზეთსა და საქართველოს შიდაპოლიტიკურ ორიენტირებზე კანონის გავლენის სხვაობას, თუმცა გარკვეული შედარებები და მსგავსებები სახეზეა:
- "იმედს ვიტოვებთ, რომ ეს სულელური მაგალითი ყოველთვის გადამდები არ იქნება".
მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო მთავრობის ზოგიერთ რგოლში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა აშკარაა, გალში საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლების დაშინების პრაქტიკა გრძელდება.
- კანონის არარსებობის მიუხედავად, დე ფაქტო უშიშროების სამსახური აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისთვის ხელის შეშლას და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აგრძელებს.
- აპრილში, ჩხრეკის საბაბით, დე ფაქტო უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებმა ოკუპირებულ გალში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში რეიდები ჩაატარეს. ორგანიზაციებიდან ამოიღეს დოკუმენტაცია, კომპიუტერული ტექნიკიდან გადაწერეს მასალები, "ინდივიდუალურად გამოიკითხეს" თანამშრომლები.
- ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ გამოკითხვების მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებისა და "საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლო საქმიანობის" კვალის პოვნა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, ზეწოლის მიუხედავად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას განაგრძობენ, თუმცა, ინდივიდუალურ დონეზე თანამშრომლებს უჭირთ სტრესულ გარემოსთან გამკლავება და ბევრისთვის სამსახურის დატოვება ზეწოლისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალია.
- "მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური პოლიტიკური ელიტის ნაწილი აჩვენებს რუსეთის გავლენისადმი მედეგობას, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მტრულად განწყობილი ფრთისთვის, უცხოური გავლენის აგენტების რუსული კანონის მიღებამდე ან მის გარეშეც, რეიდები და დაშინება კვლავ რჩება საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შევიწროების და მათი მეთოდური გაძევების დამხმარე სტრატეგიად", — წერს DRI.
გაიგე მეტი: რა შეზღუდვებს დაუწესებს აფხაზებს რუსული კანონი "აგენტების შესახებ": დეტალები და ანალიზი
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები