მილერი: პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე
"თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება“, — ამბობს "ამერიკის ხმასთან" შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი.
დიპლომატიური უწყების პრეს-სპიკერი ამბობს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე ვაშინგტონის შეშფოთების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ის მეგობრობაა, რაც ამერიკასა და საქართველოს ათწლეულებია აკავშირებს.
ვაშინგტონის დროით ხუთშაბათ საღამოს, 23 მაისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეიმუშავებს სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის "ძირგამომთხრელ" ქმედებებზე, მათ შორის: "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული" "უცხოეთის გავლენის" კანონმდებლობასთან დაკავშირებით".
"ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომელსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ", — ამბობს მილერი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.
"სწორედ ამიტომ, როდესაც ვხედავთ ამის მსგავს უკან გადადგმულ ნაბიჯს, როცა ვხედავთ, რომ იღებენ კანონს, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ეფუძნება რუსეთში [არსებულ] კანონებს, რომელთა მხარდამჭერი მოქმედებებიც სწორედ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნებისგან გვინახავს, ეს ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაშფოთებს“, — ხსნის მილერი და დასძენს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ამ კანონის ამოქმედება, კონკრეტულად კი ვეტოს დაძლევის გზით, აუცილებლად მოახდენს გავლენას.
“ქართული ოცნების” ლიდერები ვაშინგტონს შანტაჟის ენით საუბარში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სავიზო რეჟიმისა და სავაჭრო ურთიერთობის გამარტივების, თუ სამხედრო დახმარების გაძლიერების დაპირება — რასაც თბილისი კანონზე უარის თქმის და არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შემთხვევაში მიიღებს — ერთი მხრივ, “ბუნდოვანი პერსპექტივაა”, მეორე მხრივ კი "ნამდვილი მეგობრები“ ერთმანეთისგან დათმობებზე წასვლას არ უნდა ითხოვდნენ.
“ამდენად, სერიოზულად შეშფოთებული არაა მხოლოდ შეერთებული შტატები. და არა მხოლოდ ევროპული საზოგადოების წევრები, არამედ, უპირველესად, ქართველი ხალხი. ამას დაინახავთ, თუ შეხედავთ საქართველოს ქუჩებში ოპოზიციის, პროტესტის ნაკადს.... ყოველ ეჭვგარეშე, თუკი საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე“, — უთხრა მილერმა "ამერიკის ხმას" 23 მაისს.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
"მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება" შეიმუშავა და მიიღო "უცხოეთის გავლენის“ კანონი, რომელიც ხელს შეუშლის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას, მოახდენს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, რომლებიც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და შეაფერხებს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებმა მაღალი ხარისხის ინფორმაცია მიიღონ. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს კანონის წინააღმდეგ, ჩვენ ვნახეთ დაშინების კამპანიის ნიშნები და ძალადობის გამოყენება მშვიდობიანად გამოხატული, განსხვავებული აზრის ჩასახშობად”, — ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი და განმარტავს, რომ როგორც ეს პროცესები, ისე - "ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს, რომელიც ასახულია მის კონსტიტუციაში — ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან".
სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ დიპლომატიური უწყება საქართველოსთან ახალ სავიზო პოლიტიკას აამოქმედებს, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში.
ამასთან, ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა “ქართველი ხალხის აქტი” შეიმუშავეს. საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს პასუხისმგებლობის დაკისრებას კორუფციაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და “უცხოეთის აგენტების კანონის” წარმოდგენა-მიღებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის. კანონპროექტით სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებენ არა მხოლოდ სამოგზაური შეზღუდვების დაწესებისკენ, არამედ - "ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის” სამუდამოდ შეწყვეტისკენ, ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერის [პოლიტიკის] გადახედვისკენ, საქართველოს მთავრობისთვის კი ამერიკის მთავრობის ფინანსური დახმარების მიწოდების შეჩერებისკენ.
კანონპროექტის განუყოფელი ნაწილი იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერაც, რომელიც სენატორების განმარტებით, თავის მხრივ, დიდი უმრავლესობით ემხრობა ევრო-ატლანტიკურ მომავალს. “ქართველი ხალხის აქტი”ასევე ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პროექტების დასაფინანსებლად სულ მცირე 50 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს. ხაზგასმულია ისიც, რომ საჭირო იქნება იმის შეფასებაც, რამდენად ძლიერია ქვეყანაში უცხოური მავნე გავლენა და როგორ შეიძლება ქართველი პოლიტიკური პატიმრების დახმარება.
სახელმწიფო დეპარტამენტისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინიციატივებთან ერთად, შემუშავდა კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივაც — MEGOBARI - მისი ინიციატორი, საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი — რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. ამ აქტის თანახმადაც, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც "რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“.
-
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა
გადახედვა
-
The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები
გადახედვა
-
CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს
გადახედვა
-
რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს
გადახედვა
-
ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან? ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან?
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში
-
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ
გადახედვა
-
საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
გადახედვა
-
სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება! სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება!
-
მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
კომენტარები