პრემიერის თქმით, გლობალური ომის პარტიასთან ბრძოლა პერსონალურ რისკებთან არის დაკავშირებული — რას ებრძვის მმართველი პარტია
ფოტო: "ქართული ოცნების"ფეისბუქგვერდი
რა ხდება: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კვლავ ისაუბრა გლობალური ომის პარტიისა და მასთან ბრძოლის საჭიროების შესახებ.
- თუმცა არც ამჯერად განუმარტავს, ვის მოიაზრებს ამ პარტიაში.
დეტალები: საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამ პარტიასთან ბრძოლა არის "ძალიან მტკივნეული, რთული".
- "საერთოდ არ არის სასიამოვნო ამ ბრძოლაში ყოფნა, სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული ეს ბრძოლა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მათ შორის, პერსონალურ რისკებთან და კონკრეტული მაგალითები არ მინდა მოვიყვანო ამასთან დაკავშირებით. არ არის სასიამოვნო არც პერსონალურად, არც ზოგადად, მაგრამ ალტერნატივა არ აქვს ერთი მარტივი მიზეზი გამო, ალტერნატივა არის დანებება და დანებების ერთადერთი გაგრძელება, არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია", — თქვა პრემიერმა.
ასევე, ნახეთ: POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
რა ვიცით გლობალური ომის პარტიაზე: მხოლოდ ის, რასაც ქართული ოცნების ლიდერები გვიამბობენ, რადგან სხვა წყარო ასეთი პარტიის შესახებ არ არსებობს.
- მმართველი პარტია გვარწმუნებს, რომ არსებობს "ძალიან საშიში" ძალა, რომელსაც ისინი გლობალური ომის პარტიას უწოდებენ და ამ პარტიას საქართველოს ომში ჩათრევა სურს.
- მათივე თქმით, ძალას საქართველოში ჰყავს წარმომადგენლები, მათ შორის — ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სწორედ გლობალურმა ომის პარტიამ გაუყინა ბიძინა ივანიშვილს 2 მილიარდი დოლარი და ამის გამო, ის დასავლელ მაღალჩინოსნებთან საუბარზე უარს აცხადებს.
ამ მიზეზით, ივანიშვილმა უარი თქვა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრაზეც, თუმცა მას მთავრობის კანცელარიაში უმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა და ამ შეხვედრაზე მასაც გლობალური ომის პარტიის შესახებ ესაუბრა, თუმცა, კობახიძის თქმით, ამერიკელ მაღალჩინოსანს ოდნავ უფრო მეტი რამ უამბო, ვიდრე ჩვენ გვიმხელენ:
- "თქვენ თუ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით 20%-ს, ბატონ ო' ბრაიენს გავუზიარე ინფორმაციის, დაახლოებით, 30%. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მინიშნებები, რა თქმა უნდა, გვქონდა. თქვენთანაც გვაქვს ხოლმე გარკვეული მინიშნებები. ბატონ ო' ბრაიენთან გვქონდა კიდევ უფრო ფართოდ გაშლილი მინიშნებები, თუმცა დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან, ძალიან უხერხულ საკითხს და საკმაოდ სახიფათო საკითხს. სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით", — თქვა ირაკლი კობახიძემ.
ქართული ოცნება არასოდეს განმარტავს, კონკრეტულად რომელი ქვეყანა, პოლიტიკოსი, ანდა ძალაა გლობალური ომის პარტიის წევრი, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ბრიტანულ გადაცემაში The News Agents გლობალური ომის პარტია მასონებს შეადარა.
- "ეს არის რაღაც, რაც... გჯერათ მასონების? ფრიმასონების, მაგალითად, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვამბობდით, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თვითონ, საგარეო ურთიერთობებში ვარ ჩართული და როცა პარტნიორებთან მაქვს საქმე, ამბობენ, რომ კარგია და კარგად მიდიხართ, მაგრამ არის კიდევ მეორე ხმაც...", — თქვა გადაცემის წამყვანთან ლაშხმა.
რას ამბობს დასავლეთი ამ პარტიაზე: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებით, გლობალური ომის პარტია არარსებული, გამოგონილი თეორიაა.
- "ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2014 წელს და ამჟამად აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენი ვალდებულებაა მათ წინაშე, ვინც თავისუფლებას აფასებს, რომ ამ პარტიას ვებრძოლოთ და ეს ომი მოვიგოთ", — თქვა 15 მაისს, თბილისში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელუს ლანდსბერგისმა.
საკითხს სახუმაროდ არ მიიჩნევს არც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰნკა, რომელიც ასევე იმყოფებოდა თბილისში. მან თქვა, რომ ეს კრემლის შეთხზული თეორიაა.
- "ეს სერიოზული რამაა. ეს არის კრემლის ნარატივი და ამაზე დავაც კი არ გვინდა, რადგან ეს ყალბი ნარატივია. ეს ტყუილია. მცდარია. მცდარი მიმართულებაა. თუ არსებობს დიდი სურვილი, რომ შეუერთდეთ ევროკავშირს, რომ იზიარებდეთ იმავე ღირებულებებს, კრემლის ნარატივს ასეთ სამყაროში ადგილი არ აქვს“, — თქვა მან.
რუსული კანონი, როგორც გლობალური ომის პარტიის აგენტურასთან ბრძოლის იარაღი: და ბოლოს, ანტიდემოკრატიული კანონი, რომლის გამოც, შესაძლოა, საქართველომ ევროატლანტიკური მომავალი დაკარგოს, სწორედ ამ"ფარული ძალის" "აგენტების" გამოსავლენად იქნება გამოყენებული, ქართული ოცნების მიერ.
ამის შესახებ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს, რუსთაველზე გამართულ შეხვედრაზეც თქვა, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტრაქცია იყო:
- "ლგბტ-პროპაგანდისა და "ენჯეოების" შესახებ კანონების ინიციირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა: ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის. შესაბამისად, კანონპროექტების ინიციირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული.
- ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია."
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები