საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
ფოტო: კადრი ფორმულადან
მოკლედ: "მოვედით, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრს. საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალა საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა", — თქვა რომან გოცირიძემ ევროოპტიმისტებიდან, საქართველოს პარლამენტის დალუქულ ჭიშკართან გამართულ ბრიფინგზე.
- მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა ვერ შეძლეს, მედიისთვის ბრიფინგი გამართეს.
რა მოხდა: დღეს, 2 მაისს, პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოხსენებაც.
- საკანონმდებლო ორგანომ წითელი ზონა გამოაცხადა და იუწყება, რომ "ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები". [მეტი]
ოპოზიციონერი დეპუტატების გზავნილები მთავრობას
- რომან გოცირიძე: "აი, ეს არის კომიკური, მარაზმატული ხელისუფლება. ხელისუფლებას, რომელიც დაუპირისპირდება ხალხს, მარცხდება. შეშინებულმა ივანიშვილმა მოინდომა, პარლამენტი საკუთარ ციხე-სიმაგრედ გადააქციოს, მაგრამ ქართული ოცნების დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და ვერც გარეთ გამოდიან სპეცრაზმის გარეშე. ასეთი ცხოვრება ექნებათ მანამ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს. ყველაფერი წინა არის. მესამე მოსმენა წინ გვაქვს."
- სალომე სამადაშვილი: "მე ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი, დაწერე განცხადება და გადადექი იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ითვლის საკუთარი არსებობის უკანასკნელ თვეებს და შენ, შენს ბიოგრაფიაში ის მაინც შეგრჩება, რომ ხელი არ მოაწერე ქვეყნის ღალატს გადამწყვეტ მომენტში. დაწერე განცხადება და წადი სახლში!"
- ხატია დეკანოიძე: "დღეს იყო დაგეგმილი სხდომა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა, ვინაიდან საკითხი ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას ეხება მას შემდეგ, რაც გუშინ ოთხმოცდასამივე დეპუტატმა მხარი დაუჭირა რუსულ კანონს."
ამ თემაზე: საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
"ვფიქრობ, მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ მაშინ, როდესაც რიცხობრივად მეტი არიან", — თქვა ხატია დეკანოიძემ და მოუწოდა მოქალაქეებს, დღესაც მივიდნენ პარლამენტთან პროტესტისთვის 19:00 საათზე. "დღეს 19:00 საათზე კვლავ პარლამენტთან არის პროტესტი და შევიკრიბოთ ყველა ერთად, რათა საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი რუსეთი არ იყოს."
- თინა ბოკუჩავა: "ვერშემდგარი, შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, რომელიც გუშინ პარლამენტის შენობიდან მორიგ ჯერზე სპეცრაზმმა გააპარა, დღეს საერთოდ ვერ ბედავს პარლამენტის შენობის გახსნას. აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან, ახლა თავადვე გაიძევეს თავი, რადგან ქართველი ხალხის ეშინიათ იმიტომ, რომ ხედავენ, ხალხი არ აპირებს დათმოს ამ ქვეყნის მშვიდობიანი, ევროპული, დემოკრატიული განვითარების შანსი და სწორედ ამის დასაცავად გამოდის ყოველდღე."
ბოლო ხაზი: პარლამენტის მიერ დღეს დილით გავრცელებული განცხადების თანახმად, წითელი დონის გაუქმების შემდეგ, მოქმედებას დაიწყებს ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები