გიორგი გიგაშვილი

1 May. 2024, 15:54

TV Imedi

ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა. ის ადამიანები მაკავშირებდნენ ამ ტელევიზიასთან და უკარგეს მოგონებებთან, რომლებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ნებისმიერ კოლაბორაციაში ამ არხთან ასოცირება ძალიან დიდ სირცხვილის გრძნობას იწვევს ჩემში.

გუშინდელი მოვლენების გამართლება;
"ოცნების" გამართლება;
ხაბეიშვილის სასტიკად ცემის გამართლება, იმის გამო, რომ ნაცია;
ჩემხელების დასისხლიანება, დამცირება, შეურაცხყოფა და უმოწყალოდ ცემა.
გენდერული ორიენტაციის და წარმომავლობის ნიშნით ახალგაზრდების გამოყოფა, დამცირება, გაშავება, როდესაც ტელევიზიაში ნახევარი "გასაშავებელია", ეს ისეთი სირცხვილი და ბოროტებაა, ამას ვერ გადაფარავთ ვერაფრით;
გულანთებულ და თავისუფლებისთვის მებრძოლ ბავშვებს ჩაცმის სტილის გამო რომ აშავებთ, ბოროტები და საზიზღრები ხართ;
იმ 83 მონის გამართლება და რუსულ სამსახურში ყოფნა რომ გიხარიათ და მოგწონთ; მარტო ის არ კმარა, 7 ნოემბერს რომ შემოგივარდნენ და უდიდეს შიშსა და დამცირებაში გამყოფეს?
თუ მე მახსენებთ იმ წარსულს, დღევანდელი რეალობა როგორ არ გახსენებთ იმ წარსულს, ან უფრო უარესს.
აღარ მუშაობს ნაცების დროის გახსენება. სასაცილო, გულისამრევი და საცოდაობის გამოვლინებაა თქვენი ნებისმიერი სიუჟეტი, გამოშვება და ტელევიზორში გამოჩენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
  2. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
  3. კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
  4. მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
  5. 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები

აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების საგარეო უწყებებმა განცხადებები…