რატომ ცდილობს "ქართული ოცნება" საზოგადოებაში განხეთქილების კერების შექმნას
ფოტო: theatlantic.com
ცოტა ხნის წინ, ქართული ოცნება შეეცადა, "რიტორიკული იძულებით" აელაპარაკებინა ოპოზიცია ჰომოფობიურ კანონზე. თუმცა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და მოუწიათ სხვა თემების "შემოგდებაც", რომელიც ჯერ გენდერული კვოტები იყო, მაგრამ ამას რომ მძაფრი აჟიოტაჟი არ მოჰყვა, შემდეგ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას მიმართეს.
რა თქმა უნდა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ ცდილობს ასეთი დაჟინებით ქართული ოცნება, შექმნას განხეთქილებისა და არეულობის კერები?
იმიტომ, რომ უკვე 12 წელია, მმართველი პარტია ძალაუფლებას ქაოსის წარმოებით ინარჩუნებს. მალე არჩევნებია და რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან, წინასაარჩევნოდ თავად იყვნენ სტრატეგიული ნარატივის შემქმნელები და არ დაუტოვონ ოპოზიციას არცერთი შესაძლო სივრცე, მართონ დღის წესრიგი.
პოლიტიკური კამპანიის დროს, როდესაც ერთი მხარე ირჩევს "ნეგატიურ კამპანიას", მეორე მხარეს რჩება მხოლოდ ერთი გზა — მუდმივად თავდაცვის რეჟიმში იყოს. შესაბამისად, თუ ქართული ოცნება ბევრ თემას შემოაგდებს და მუდმივად დამრტყმელის პოზიციაში იქნება, ოპოზიციას არ დარჩება არც დრო და არც სივრცე საკუთარი კამპანიის საწარმოებლად და მესიჯების გასავრცელებლად.
გარდა ამისა, იმისათვის, რომ შექმნა სტრატეგიული ნარატივი, ერთ-ერთი ეფექტიანი ფორმულაა აწარმოო ქაოსი, არეულობა და კრიზისი, რადგან ამ დროს შენს ოპონენტებს აიძულებ, ილაპარაკონ და აკეთონ ისეთი რაღაცები, რასაც, სხვა, წყნარ და ნორმალურ სიტუაციაში, არც გააკეთებდნენ და არც ისაუბრებდნენ.
თუ წინასაარჩევნოდ ბევრი დაპირისპირების კერა იქნება და საზოგადოებას მოუწევს მუდმივად ერთმანეთში დაპირისპირებულ ელიტას უყუროს, ამ ყველაფრით მოგებული მხოლოდ მთავრობა იქნება, რომელიც კარგად შეძლებს საკუთარი ელექტორატის დარწმუნებას და მათ მობილიზებას არჩევნებზე.
რეალურად, ქართულ ოცნებას უნდა, ხალხი გარეთ გამოვიდეს, რაც შემდეგ უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებასა და ქაოსში, სადაც კიდევ ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ოპოზიცია "დაილინკებიან" "რადიკალიზმთან" და არასტაბილურობასთან, რათა, ოცნება კიდევ ერთხელ გამოჩნდეს, როგორც "მხსნელი" და "გადამრჩენელი".
ქართულმა ოცნებამ იცის, რომ ყველაფრის ფასად უნდა მოახერხოს და ოპოზიციას შანსი არ დაუტოვოს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე სასაუბროდ.
ალბათ, ბევრს გსმენიათ ცნობილი ფრაზა "It’s economy, stupid!", რომელიც 1992 წლის ბილ კლინტონის საარჩევნო კამპანიიდან მოდის, როდესაც მისი მრჩეველი ჯეიმს კარვილი საზოგადოებრივ აზრზე დაკვირვებით მიხვდა, რომ არჩევნების შედეგს ეკონომიკაზე საუბარი გადაწყვეტდა.
მაშინდელი ყველა მონაცემებით, ამერიკის წინა ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა ეკონომიკურ პრობლემებს და შესაბამისად, ბილ კლინტონის მთელი კამპანია აეწყო ეკონომიკური კეთილდღეობის მოტანასა და წინა ხელისუფლების ლანძღვაზე. არჩევნებამდე ბილ კლინტონმა მიმართა საზოგადოებას და ყურადღება გაამახვილა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისზე: "თუ თქვენი ხელფასი შემცირდა, თქვენი ხარჯები გაიზარდა, სამუშაო ადგილები აღარ არის, გადასახადები გაგეზარდათ და თქვენი შვილების მომავალი გაურკვეველია, მაშინ იცით, რომ ცვლილების დროა."
და რატომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ საქართველოშიც "It’s Economy, stupid!". აქამდე ოპოზიცია სტრატეგიულად სწორ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა და მუდმივად საუბრობდა ხელისუფლების მიერ ვერ გამკლავებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, ასი ათასობით ემიგრანტზე, მაღალ ინფლაციასა და დაუძლეველ სიღატაკეზე.
12-წლიანი მმართველობის დროს, ქართულ ოცნებამ ვერ შეძლო დაპირებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და სწორედ ეკონომიკური მდგომარეობაა საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც მთავრობა ვერსად გაექცევა. ამ თემის გადაფარვა კი, ისევ შიშითა და შფოთით შეუძლიათ, სადაც კვლავ"მხსნელებად" უნდა მოგვევლინონ. მოახდინონ ძალის დემონსტრირება და დადგან სპექტაკლი "გადარჩენილი საქართველოსი."
რა არის გამოსავალი?
გამოსავალი ერთიანობასა და მრავალპარტიულობაშია. თუმცა, სამწუხაროდ ჩვენ ჯერ კიდევ ჰიბრიდული/ტრანზიციული ქვეყანა ვართ, სადაც დემოკრატია შემდგარი მმართველობითი სისტემა არ არის.
მარტივ არითმეტიკას მივმართოთ: IRI-ის 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მმართველ პარტიას 25%-იანი მხარდაჭერა აქვს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი — 13%. იმავე მონაცემებით, სხვა ოპოზიციური პარტიების საერთო რეიტინგი 13%-ია.
თუ ამ პროცენტულ მაჩვენებელს დავუმატებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოვა — 26%, რაც, უკვე ისედაც ქართულ ოცნებაზე მეტია. საგულისხმოა, რომ ამ მაჩვენებელს არ აქვს დამატებული ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიერ, ახლად შექმნილი პარტიის ხმები და არც "რესპუბლიკური პარტიის", რაც, სავარაუდოდ, ამომრჩევლების დამატებით პროცენტს მოუმატებს ოპოზიციას.
მაგრამ რატომ არ ერთიანდება ოპოზიცია?
12 წელია,"მანიქეიზმში" ვიხარშებით. 12 წელია ქართული პოლიტიკა დუალისტური პოლიტიკურ ნარატივის გარშემო ტრიალებს, სადაც მხოლოდ ორი ძალა არსებობს: კეთილი და ბოროტი, საზოგადოება კი იყოფა ორ ჰომოგენურ და ანტაგონისტურ ჯგუფად — ისინი ვინც ქართულ ოცნებას უჭერენ მხარს არიან "კარგები", ხოლო დანარჩენი, ყველა, ვინც სხვა ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიის მხარდამჭერია — "ცუდები". რეალობა კი არასდროს არის ასეთი მარტივი, არ არსებობს დუალისტური სამყარო და არ არსებობს დუალისტური პოლიტიკა.
სწორედ ამიტომ არის საჭირო დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმის არსებობა, სადაც ვერცერთი მმართველობითი ორგანო ვერ იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას — Checks and balances. სწორედ ამიტომ გვჭირდება მრავალპარტიულობა პარლამენტშიც და მთავრობაშიც, სადაც ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას.
ჩვენ ვერ დაველოდებით მომავალს, სადაც სკანდინავიური პოლიტიკა გვექნება და ვერც მესიას, რომელიც ერთი ხელის მოქნევით გააუმჯობესებს ქართულ პოლიტიკას. დღეს ეს რეალობაა, ხელისუფლება ოპოზიციური ერთიანობის გარეშე ვერ შეიცვლება და არც იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ პოლიტიკურ ბაზარზე გაჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველა ჩვენს კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ყველა პრობლემას მოაგვარებს. ეს გზა უკვე ორჯერ გავიარეთ და არც ერთხელ გაამართლა.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები