10 ამბავი, რომელიც პირველი აპრილის ხუმრობა გეგონება
დღეს პირველი აპრილია, ამიტომ მეგობრებისგან უჩვეულო ტყუილებს უნდა ველოდეთ. თუმცა ხანდახან ისეთი რეალური ამბებიც ხდება, რომ პირველი აპრილის ხუმრობებისგან ძნელად თუ გავარჩევთ. ამის დასტურად შემდეგ 10 ამბავს გიზიარებთ:
1. ფისო, რომელიც ღამის კლუბებსა და საქაბაბეებში დაყიალობს ხოლმე, ლონდონში ჩასასვლელად ორ უცხო მანქანას დაემგზავრა
წითური ფისო, სახელად სოქსი, ჯერ სხვა დასახლებაში გაჰყვა უცხო მანქანას, იქიდან კი მეორე მანქანას დაემგზავრა ლონდონისკენ. პატრონის თქმით, ფისო სახლში ისეთი უცნაური ადგილებიდანაც კი დაუბრუნებია, როგორიცაა ღამის კლუბი, სამუშაო ოფისი, საცურაო აუზი და საქაბაბე.
2. ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
ინგლისში ცოტა ხნის წინ უცნაური ამბავი მოხდა: ქალმა ვეტერინარულ კლინიკაში სამკურნალოდ "ზღარბი" მიიყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პაციენტი, რეალურად, ქუდის პომპონი ყოფილა. ქალს პომპონი თავის სახლთან უპოვია და ხელით შეხების გარეშე ჩაუსვამს ყუთში, სადაც კატის საჭმელიც მოათავსა.
3. აშშ-ის მთაში დაკარგულმა კაცმა მაშველების ზარებს არ უპასუხა, რადგან უცხო ნომერი იყო
კოლორადოს ერთ-ერთი მთის დასალაშქრად წასული კაცი შეხვედრის ადგილას 24 საათის განმავლობაში არ გამოჩნდა, რის შემდეგაც მაშველებმა მისი ძებნა დაიწყეს. დაკარგულ კაცს მაშველები ტელეფონით ვერ დაუკავშირდნენ, რისი მიზეზიც, როგორც გაირკვა, რაიმე ინციდენტი სულაც არ ყოფილა — კაცი უბრალოდ უცხო ნომრებს არ პასუხობს და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იყო.
4. ახალ ზელანდიაში სელაპი ბინაში შეიჭრა, კატა სახლიდან გააგდო და დივანზე მოკალათდა
ქალაქ ტაურანგაში მცხოვრები როსების ოჯახი მშვიდად იწყებდა დღეს, როცა მყუდროება ზღვის ცხოველმა დაურღვიათ. ვარჯიშიდან დაბრუნებულ ოჯახის წევრს მისაღებში, არც მეტი, არც ნაკლები, სელაპი დახვდა. სელაპმა სახლში შესაღწევად კატისთვის განკუთვნილი შესასვლელით ისარგებლა, შემდეგ კი დივანზე მოკალათდა. კატა კი ოჯახმა მეზობელთან იპოვა.
5. ოჰაიოში ქალი სხვის ბინაში შეიჭრა, ჭურჭელი დარეცხა და მიიმალა
ოჰაიოში დააკავეს ქალი, რომელიც სხვის სახლში შეიჭრა, ძაღლს მოეფერა და ჭურჭელი დარეცხა. სახლის მეპატრონემ პოლიციას განუცხადა, რომ ქალს არ იცნობდა და ის არასდროს მიუპატიჟებია სახლში. მისი თქმით, ქალი უცნაურად იქცეოდა და, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
6. ალიგატორმა ფლორიდელ კაცს კარზე დაუკაკუნა, გარეთ გამოიტყუა, ფეხზე უკბინა და გაიქცა
ფლორიდელ კაცს დაუპატიჟებელი, თუმცა ზრდილობიანი სტუმარი ეწვია. ალიგატორმა კაცს კარზე დაუკაკუნა, გაღების შემდეგ კი ფეხზე მსუბუქად უკბინა. კაცი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
7. ამერიკელი ქალი კბილის დასაბჟენად თურქეთში გაფრინდა, რადგან ასე უფრო იაფი ჯდებოდა
მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ტიკტოკერმა ქალმა გაიგო, რომ კბილის დაბჟენა 3000 დოლარზე მეტი დაუჯდებოდა, მან ამ მომსახურების მისაღებად თურქეთში წასვლა გადაწყვიტა. როგორც ჩანს, ქალი არ შემცდარა და თურქეთში მისი ვიზიტი გაცილებით იაფი დაჯდა. ქალმა ფრენაში 807 დოლარი გადაიხადა, სასტუმროში 200 დოლარი, ხოლო თურქი სტომატოლოგის მომსახურებაში 160 დოლარი. ჯამში ეს 1167 დოლარია და გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 3099 დოლარი.
8. ავსტრალიელ ქალს მის ეზოში ჩაძინებულმა სელაპმა სამსახური გააცდენინა
გამთენიისას, 7-ის წუთებზე, ავსტრალიელი ემბერ ჰარისი უცნაურმა ხმაურმა გააღვიძა. საძინებლის ფანჯრიდან გახედვისას ეზოში ქურდის ნაცვლად სელაპი დახვდა. სელაპმა ბინაში შეღწევაც მოიწადინა, მაგრამ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ავტოფარეხს მიაშურა და პირდაპირ ქალის მანქანის წინ მოიკალათა. რა გაეწყობოდა, ემბერმა თავის უფროსს დაურეკა და ამცნო, სამსახურში მოსვლას ვერ ვახერხებო.
9. მდიდრულ რესტორანში 27-ჯერადი კვების შემდეგ ქალი ისევ მშიერი დარჩა
ტურისტი ქალი, რომელმაც უნგრეთში იმოგზაურა, მდიდრულ რესტორნებთან დაკავშირებულ გამოცდილებას ფოტოების მეშვეობით გვიზიარებს. იმის მიუხედავად, რომ ქალმა ერთ-ერთ რესტორანში საკვები 27-ჯერ შეუკვეთა, ბოლოს მაინც მშიერი დარჩა.
10. დაბოლოს, აშშ-ში ორმა ძაღლმა პოლიცია 16-ჯერ გამოიძახა
მინესოტის შტატში, ლეიქვილის დასახლების პოლიციის განყოფილებაში, ზარები ორმა ცუგამ განახორციელა. თანაც, ძაღლებმა 911-ზე ნახევარი საათის განმავლობაში 16-ჯერ დარეკეს. პატრონს კი არაფრით ეჯერა, რომ მისმა ძაღლებმა 911-ში დარეკეს, სანამ პოლიციელებმა აუდიოჩანაწერებში ყეფის ხმა არ მოასმენინეს.
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები