საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მათთვის დამატებითი ღირებულების მქონე სხვადასხვა სერვისის თუ პროდუქტის შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. იმ შედეგების გასაზიარებლად კი, რაც საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორობის შედეგად იქნა მიღწეული, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და საქართველოს ბანკის 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგების გაზიარება დონორებისთვის, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისა და ბენეფიციარებისთვის.
პარტნიორობის შედეგად:
- გაიმართა B2B ფორუმი, რომელშიც 120-მდე მცირე და საშუალო ზომის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ფორუმის შედეგად, შედგა რამდენიმე ახალი თანამშრომლობა და კომპანიებმა ახალი პარტნიორები მოიძიეს;
- განხორციელდა Biz Link-ის პროექტი, რომლის მიზანი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა იყო. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სემინარები და ვორკშოპები, რის შედეგადაც, მონაწილე კომპანიებმა ბიზნესის გაფართოებისთვის დამატებით 18 მილიონის ინვესტიცია მოიზიდეს, რამდენიმე კომპანიამ კი საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლო;
- განხორციელდა სავაჭრო მისიები უზბეკეთში რომლის ფარგლებში 40 კომპანია ადგილობრივ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შედეგად, 4 კომპანია უკვე ოპერირებს უზბეკეთის ბაზარზე, ხოლო 7 კომპანია ბაზარზე შესვლის პროცესშია;
- განხორციელდა ბუღალტერიის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეგიონებში, ადგილობრივ მეწარმეებთან, ბუღალტერიის მოწესრიგების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე შეხვედრები გაიმართა;
- 13 ასოციაციას საქართველოს ბანკი ბიზნესის, 4B-ის, შეხვედრებისა და ღონისძიების სივრცეებზე მიეცა წვდომა. მხარდაჭერის მიზანს მათი ეფექტურობის ხელშეწყობა წარმოადგენდა;
"საქართველოს ბანკისთვის, ბიზნესების მხარდაჭერა, მათი წახალისება და მათთვის დამატებითი ღირებულების მქონე სერვისებისა თუ პროდუქტების მიწოდება, თანაც მათთვის ხელსაყრელ არხებში, მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან არაერთი პროდუქტი თუ სერვისი შევქმენით. სწორედ ამ შედეგების გაზიარება გვინდოდა დონორებისთვის, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისა და პროექტებში ჩართული მხარეებისთვის. აღსანიშნავია, რომ სამწლიანი თანამშრომლობის შედეგად გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები. ერთობლივად 10-მდე პროექტის წარმატებით განხორციელება შევძელით, მათ შორის იყო B2B ფორუმები, რომელშიც ჯამურად 200-ზე მეტმა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ექსპორტის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, 30-ზე მეტმა ადგილობრივმა მეწარმემ 3 დღიან ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა. 16 ქართველი მეღვინე კი კორეელ ბაიერებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, ისიც, რომ უზბეკეთში სავაჭრო მისიების შემდეგად, 4-მა ქართულმა კომპანიამ შეძლო ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის შეტანა, ხოლო 7 კომპანია ბაზარზე შესვლის პროცესს განაგრძობს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების ხელშეწყობისთვის ჩვენს პარტნიორებთან ერთად ახალი შესაძლებლობების შექმნას", — აღნიშნავს ოლღა ნაკაშიძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების პროექტების უფროსი მენეჯერი.
"USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისთვის ღირებული და ფასდაუდებელია საქართველოს ბანკთან პარტნიორობა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) ზრდისა და განვითარების ხელშეწყობაში. მრავალი ინიციატივა განვახორციელეთ ერთობლივად და წარმატებით დავეხმარეთ ბიზნესებს განევითარებინათ საკუთარი შესაძლებლობები თუ სერვისები, როგორებიცაა: ბუღალტრული აღრიცხვის დიგიტალიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგი და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდა. გარდა ამისა, ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ ხელი შეუწყო სტრატეგიულ ინვესტიციებს MSME-ებში. უფრო მეტიც, უზბეკეთში სავაჭრო მისიების ფარგლებში, შევძელით დავხმარებოდით ბიზნესებს, ექსპორტზე გაეტანათ საკუთარი სერვისები და დაეარსებინათ ადგილობრივი წარმომადგენლობები. და ბოლოს, ბიზნესი და მდგრადი განვითარება — ვიდეო კურსის შემუშავებით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმაზე, ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ბიზნესის მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობას, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ბანკთან ჩვენი თანამშრომლობის ტრანსფორმაციულ გავლენას", — აღნიშნავს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარიკა შიოშვილი.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები