თეგეტა აგრი — ახალი სიტყვა სოფლის მეურნეობაში
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა Tegeta Construction Equipment-მა ბაზარს ახალი მიმართულება — თეგეტა აგრი წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და რეგიონში მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს. თეგეტა აგრის პრეზენტაცია მედიისთვის, პარტნიორებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის თეგეტა ჰოლდინგის სათავო ოფისში 15 მარტს გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ტექნიკა დაეთვალიერებინათ და ბრენდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
Tegeta Construction Equipment სპეცტექნიკის მიმართულებაში 2007 წლიდან ოპერირებს, მას შემდეგ კომპანია ძირითად აქცენტს საგზაო-სამშენებლო კომერციულ ტექნიკაზე აკეთებდა, თუმცა 2023 წლის ბოლოს პრიორიტეტად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულების განვითარება და შესაბამისი ასორტიმენტის გაზრდა აირჩიეს.
გიორგი ბერიძე, Tegeta Construction Equipment-ის დირექტორი: "ეს იყო მიმართულება, რომლის ათვისებაზეც ბევრს ვფიქრობდით, ვსწავლობდით ბაზარს, ვაკვირდებოდით, რამდენად ვითარდებოდა ქვეყანაში აგროსექტორი. ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო აგრომიმართულების მხარდაჭერას ცდილობს, შესაბამისად, მივიჩნიეთ, რომ შესვლა ამ სეგმენტში დროული იქნებოდა. ჩვენი მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების შეზღუდული რესურსის მაქსიმალური ათვისება, მაღალტექნოლოგიური ტექნიკით. კომპანიის ხედვა არა უბრალოდ აგროტექნიკის გაყიდვაა, არამედ გვსურს, სექტორს, ჩვენი სახით, საიმედო ბიზნესპარტნიორი შევთავაზოთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეგეტა აგრი გადამწყვეტ როლს ითამაშებს რეგიონში მიმართულების განვითარებაში.
ბრენდებით, რომლებიც თეგეტა აგრიში გავაერთიანეთ, ვპასუხობთ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თეორიულად შეიძლება იყოს საქართველოში. მაღალტექნოლოგიურ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას წარვადგენთ სომხეთშიც. ჩვენი ასორტიმენტი ხელმისაწვდომია როგორც მაღალი, ისე საშუალო შემოსავლის მქონე ფერმერებისა და კომპანიებისთვის. მომწოდებლებთან, მწარმოებლებთან ერთად, ვმუშაობთ გადახდის მოქნილ, რეგიონზე მორგებულ პირობებზე".
ფოტო: თეგეტა
ღონისძიებაზე Tegeta Construction Equipment- ს Fendt-ისა და Valtra-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერთიფიკატი გადაეცა.
კომპანია მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან გრძელვადიან და სრულფასოვან პარტნიორობაზეა ორიენტირებული. თეგეტა აგრის ასორტიმენტი ამ ეტაპზე ხუთი ბრენდისგან შედგება. Fendt და Valtra გაერთიანებულია მსხვილ ამერიკულ კორპორაცია AGCO-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის კუთხით დღეს მსოფლიოს ლიდერია. თეგეტა აგრის ასორტიმენტშია ჩეხური ბრენდი Zetor, რომელმაც თავისი საიმედოობით ფერმერებში დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. კომპანია მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ბრენდის Goldoni-ს ტექნიკასაც - ძირითადად სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის სპეციალიზებულ საბაღე და სავენახე ტრაქტორებს.
ფოტო: თეგეტა
ივან ნესტეროვი, AGCO Corporation-ის გაყიდვების მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპაში: "მოხარული ვარ, რომ საქართველოში გვყავს პარტნიორი კომპანია, თეგეტას სახით, რომელიც ჩვენი ტექნიკის დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ეს არის პროფესიონალი გუნდი, რომელსაც ქართულ და რეგიონულ ბაზარზე წამყვანი ბრენდების წარდგენის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე სპეციალური ტექნიკის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ტექნიკა ფერმერების საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობით კი სოფლის მეურნეობის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანენ".
თეგეტა აგრის უახლოესი გეგმები ბაზრის მინიმუმ 30%-იანი წილის ათვისებასა და იმპლიმენტების/აგრეგატების ნუსხის გაფართოებას უკავშირდება. კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული და საკუთარ მომხმარებელს ახალი ბრენდების ფართო არჩევანს შესთავაზებს.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია კავკასიის რეგიონში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო, სასაწყობე და ინდუსტრიულ ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
კომენტარები