GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვითარებას განაგრძობს
ფოტო: GM PHARMA
GM PHARMA-ში შვეიცარიული ლიდერი კომპანიის GERTIS მშრალი გრანულაციის აპარატი დამონტაჟდა.
GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია GERTEIS-ისგან შეძენილი მშრალი გრანულაციის მანქანა-დანადგარის — MINI-PACTOR® — ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი GERTEIS-იდან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა ქართული ფარმაცევტული საწარმოს პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა. წარმატებით დასრულდა აღნიშნული დანადგარის ე.წ. SAT (Site Acceptance Test) პროცესიც.
თანამედროვე მსოფლიოს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში MINI-PACTOR® ფართოდ გამოიყენება როგორც ახალი წამლების განვითარებისთვის, ისე წარმოების მოცულობის გასაზრდელად. დანადგარს საწარმოო სიმძლავრის ფართო ამპლიტუდა გააჩნია, კერძოდ — 10 გრამიდან 100 კგ-მდე საათში, რაც მას იდეალურ მშრალ გრანულატორად აქცევს და მისი, როგორც განვითარების ეტაპზე, ისე წარმოებაში თანაბრად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
GM PHARMA-ს კვლევა-განვითარების განყოფილებას სამომავლო გეგმებში ისეთი პრეპარატების შექმნა-განვითარება აქვს, რომლებსაც სწორედ MINI-PACTOR® დასჭირდება. აღნიშნული დანადგარი მნიშვნელოვნად გაზრდის GM PHARMA-ში წარმოებული მედიკამენტების ჩამონათვალს. მაგალითად, ესენია პროლონგირებული ანუ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების პრეპარატები, რადგან სწორედ MINI-PACTOR® უზრუნველყოფს წამლის ნაწილაკების ისეთ გადანაწილებას და ზომას, ასევე შუალედურ ფარმაცევტულ პროდუქტში დამხმარე ნივთიერების ისეთ ჩართვას, რომ წამლის მზა ფორმაში აქტიური ნივთიერების გახანგრძლივებული გამოთავისუფლება მივიღოთ, რაც მედიკამენტის დღე-ღამეში ერთჯერადი დოზირების შესაძლებლობას ქმნის. MINI-PACTOR® საშუალებას იძლევა, კომპანიამ შექმნას და აწარმოოს ტენისადმი და სითბოსადმი მგრძნობიარე მედიკამენტები, რომელთა წარმოება სველი გრანულაციით თითქმის შეუძლებელია; ასევე არსებობს ისეთი ფარმაცევტული სუბსტანციები, რომლებსაც დაბალი ლღობის ტემპერატურა აქვთ და მშრალი გრანულაციის აღნიშნული დანადგარი ასეთი სუბსტანციების შემცველი პრეპარატების წარმოებაშიც გამოიყენება.
ფოტო: GM PHARMA
MINI-PACTOR® აუმჯობესებს ისეთი აქტიური სუბსტანციებისგან მიღებული შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის დენადობას, რომლებიც ორგანულად ხასიათდებიან ცუდი დენადობით ან ნაწილაკების დაბალი ზომით გამოირჩევიან და მშრალი გრანულატორის გამოყენების გარეშე, ასეთი სუბსტანციებისა და შუალედური ბალკის დატაბლეტება ან კაფსულირება თითქმის შეუძლებელია. ასევე აქტიურად მოხდება MINI-PACTOR®-ის გამოყენება ისეთი პრეპარატების წარმოებაში, სადაც აქტიური ნივთიერების შემცველობა ტაბლეტის სრული მასის 20%-ზე ნაკლებია; ასეთ პრეპარატებში მშრალი გრანულაციის აპარატი დოზირებისა და მასის ერთგვაროვნებას უზრუნველყოფს.
GERTEIS არის პრემიუმ ხარისხის მშრალი გრანულაციის მოწყობილობების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს ისეთ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან, როგორიცაა Pfizer, Bayer, GSK, Roche და სხვ.
GM PHARMA ფოკუსირებულია ფარმაცევტულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, წარმოების უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვასა და თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური პროდუქტების შექმნა-განვითარებაზე.
GM PHARMA-ს პრეპარატების ჩამონათვალშია თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც უკანასკნელი წლების თერაპიული სქემებით და გაიდლაინებით არის მოწოდებული.
GM PHARMA-ს მედიკამენტებს და საკვებ დანამატებს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნებში) დაახლოებით 12 მილიონი პაციენტი იღებს ყოველწლიურად, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
კომენტარები