სოფო ჯაფარიძე

25 Feb. 2024, 17:03

დღეს ვიმყოფებით ბათუმში. ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შევხვდი ბათუმის ქალთა ორგანიზაციას სხვა ადამიანებთან ერთად, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი.

ასევე, უამრავ ადამიანს შევხვდით მთელი დღის განმავლობაში, დაუსრულებლად მოდიან ბათუმში ადამიანები, ხელს აწერენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი.

ასევე, დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შემოუერთდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ასევე ითხოვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას.

წარმოუდგენელი დღე შედგა, როდესაც მოდის ასობით ადამიანი, ასობით ჩვენი მოქალაქე, არ შეჩერებულა ნაკადი დილიდან და ამდენი ბათუმელი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ძალიან დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ ასე ერთგულად ემსახურებიან საქართველოს თავისუფლების იდეას.

— ამის შესახებ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. ის არის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი. პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგროვებს ხელმოწერებს სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. შემდეგ აპირებენ, ხელმოწერებით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  2. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  3. ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
  4. მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
  5. მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქალაქის მერი ალბათ კიდევ გვეტყვის, რომ მისი კომპეტენცია არ არის — სალომე ზურაბიშილი უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი 3.5 მლნ-ის მოპარვაზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 5 პირი…