ქალთა მოძრაობა: მოვითხოვთ ქალის გაუპატიურებაზე ღიად მეოცნებე ჯგუფის მიმართ გამოძიების დაწყებას
ფოტო: ანანო ათაბეგაშვილი / On.ge
"ქალის გაუპატიურებაზე ღიად მეოცნებე ჯგუფი გვესაუბრება საზოგადოების, ქართველების, ტრადიციების სახელით," - ასე ეხმაურება ორგანიზაცია ქალთა მოძრაობა თათია დოლიძის მიმართ სექსუალური შინაარსის მუქარას. ქალთა მოძრაობა მოითხოვს:
- მედია საშუალებებმა გამოუცხადონ ბოიკოტი “ქართული მარშის” ორგანიზატორებს, არ მიიწვიონ ისინი გადაცემებში, არ მისცენ ღია ტრიბუნა. გაუპატიურების მხარდამჭერი პირები არ შეიძლება იყვნენ ლეგიტიმური “მხარე”, ან საზოგადოების რომელიმე ნაწილის წარმომადგენლები.
- მთავრობამ გააკეთოს ოფიციალური განცხადება და გამოხატოს თავისი პოზიცია როგორც ქსენოფობიური მარშის, ისე ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენასთან და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებით;
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გაუპატიურების შესაძლო მუქარის თაობაზე;
- მუქარის ავტორებმა საჯარო ბოდიში მოიხადონ სიძულვილის ენის და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო.
ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ მსგავსი ფიგურები “ქართველობას”, როგორც ასეთს, რასიზმთან, სიძულვილთან, ძალადობასთან, ქალთმოძულეობასთან აიგივებენ - რასაც, ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქე უნდა შეეწინააღმდეგოს.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ შემაშფოთებელია ხელისუფლების დუმილი როგორც აქციის, ისე მისი ორგანიზატორების სიძულვილის შემცველ განწყობებზე შესახებ:
"საჯარო სივრცეში მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა ამ პროცესების თაობაზე. ვთვლით, რომ დუმილით და უმოქმედობით სახელმწიფო სიძულვილს წაახალისებს. ეს სიძულვილი კი უკვე ძალიან ბევრს უქმნის საფრთხეს - არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, არამედ ნებისმიერს, ვისაც მარშის ორგანიზატორები შეხედულების თუ პოზიციის გამო აითვალწუნებენ."
თათია დოლიძის მიმართ ქსენოფობიური ქართველთა მარშის ორგანიზატორები და მონაწილეები, გუშინ, 16 ივლისს, ფეისბუკზე სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ, რომლებიც მუქარად აღიქმებოდა. დღეს, აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება. თავად პოსტების ავტორთა ნაწილი ამბობს, რომ მათ ეს არ დაუწერიათ. "ქართველთა მარშის" მონაწილეები გამოირჩევიან ქსენოფობიური, რასისტული, თუ ჰომოფობიური განწყობებით, მათ მიერ 14 ივლისს გამართული აქცია სწორედ ამგვარი განწყობების დემონსტრირება იყო.
განახლება: შსს-მ თათია დოლიძის მიმართ გაუპატიურების მუქარაზე გამოძიება დაიწყო.
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა

კომენტარები