ირაკლი ღარიბაშვილი

18 Dec. 2023, 15:10

მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ, უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ომი არ წყდება. ასი ათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა ამ ომის შედეგად, მილიონობით ადამიანმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, 10 მილიონზე არის საუბარი, 10 მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა. ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ჩვენს უკრაინელ მოძმე ერს გავუწოდეთ დახმარების ხელი, ძალიან ბევრ ლტოლვილს უკრაინიდან ჩვენ დავეხმარეთ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო, მაგრამ, ასევე მინდა აღვნიშნო , რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი, ასე ვთქვათ წესები, რომელზეც არის დაფუძნებული ზოგადად მთელი მსოფლიო და ზოგადად, ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ჩვენ ამის მცდელობას ვხედავთ. მცდელობას იმისა, რომ შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი. არავინ არ იცის, ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჩვენს რეგიონზე. როგორ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი. გამოწვევა სახეზეა, ჩვენ ეს გამოვიარეთ 2008 წელს. აგვისტოს ომი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მე ეს არაერთხელ მითქვამს, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა. ახლა, რატომ ვამბობ ამას, მეგობრებო. ჩვენ კარგად ვიცით და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გვიწევდა ჩვენ გამკლავება. საფრთხე იყო საკმაოდ რეალური, ეს არ იყო მოგონილი, იყო საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციის. ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები, მე არ მოვერიდები ამის თქმას, პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. მე ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება"
  5. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გამოაქვეყნეს რუკა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში…