საქართველოს ბანკის იდეათეკები უკვე საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლაში ფუნქციონირებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
ფერადი და ნათელი სივრცე მეტი შემეცნებისთვის, ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობისთვის და ახალი აღმოჩენებისთვის — ეს საქართველოს ბანკის იდეათეკაა. რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის შექმნილი სივრცე, რომელიც მოსწავლეების აძლევს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებსა და საბაზისო STEM განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებზე.
საქართველოს ბანკის იდეათეკის მთავარი მისია ბანკის მთავარ ღირებულებას ეფუძნება - შექმნას განათლების შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ხელი შეუწყოს მათ გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი.
"საქართველოს ბანკში ჩვენ გვჯერა ახალგაზრდების, მათი შესაძლებლობების და იმის, რომ განათლება ქმნის უკეთეს მომავალს. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, მივცეთ სკოლის მოსწავლეებს წვდომა შემეცნებით რესურსებზე, რომელიც დაეხმარება მათ, სამყაროს უკეთ შეცნობაში, მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებასა და კითხვის შეყვარებაში. სწორედ ასე დაიბადა საქართველოს ბანკის იდეათეკების შექმნის იდეა — სივრცის, რომელიც გარკვეულ როლს ითამაშებს ბავშვების უკეთესი მომავლის განხორციელების პროცესში", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
2019 წელს საქართველოს ბანკის ინიციატივით და პარტნიორების ხელშეწყობით პირველი იდეათეკა შეიქმნა. ახლახან კი ბანკმა რიგით მეოცე იდეათეკა ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში გახსნა.
დღეს მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლაში ფუნქციონირებს, რომელიც 10 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.
თავდაპირველად, იდეათეკების მიზანს საზღვრისპირა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენდა. ასე გაიხსნა 10-მდე იდეათეკა. თუმცა, ბავშვებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად, საქართველოს ბანკის გუნდის მისია კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
შედეგად, ბანკის მიზანი ახლა საქართველოს რაც შეიძლება მეტი რეგიონის, მეტი სკოლის მოცვაა. საქართველოს ბანკის იდეათეკები უკვე ფუნქციონირებს ხურვალეთის, დიცის, ფოთის, პანკისის, ზემო ნიქოზის, ახალქალაქის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ჯვრის, ჩოხატაურის, ნაბეღლავის, ერისიმედის, ლამბალოს, უდაბნოს, საბათლოს, თბილისის, მუხრანის, ზუგდიდის, შინდისის და ბოლნისის სკოლებში.
წლის ბოლომდე მათ რიცხვს კი კიდევ რამდენიმე იდეათეკა შეემატება.
"საქართველოს ბანკში კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა და მისი როლი უკეთესი, უფრო ნათელი მომავლის შექმნის პროცესში. მისი მთავარი განმახორციელებელი კი ახალგაზრდები არიან. ჩვენ ერთგვარად ამბიციური მიზანი გვამოძრავებს — რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს მივცეთ წვდომა განათლების, შემეცნების და ახალი აღმოჩენებისთვის საჭირო თანამედროვე რესურსებზე. სწორედ ამიტომ, თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნისგან შემდგარი მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით — ადგილით, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ STEM მეცნიერების საფუძვლებს. ჩვენი გუნდის და პარტნიორების ძალისხმევის შედეგად, უკვე საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლის 10 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა იდეათეკის ფერად სივრცეზე. მათგან მიღებული უკუკავშირი კი გვიბიძგებს, არ გავჩერდეთ, კიდევ უფრო მეტ სკოლაში გავხსნათ იდეათეკა და უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში", — აღნიშნავს ანა ლომთაძე.
ინფორმაციისთვის, იდეათეკების პროექტი საქართველოს ბანკის ინიციატივით ხორციელდება. ამ პროცესში კი ქართული წიგნის ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობს, რომელიც ბანკისგან მიღებული დაფინანსებით იდეათეკის სივრცეს ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს და ლოგისტიკურ პროცესებში არის ჩართული.
-
"სამართლიანი გადაწყვეტილებაა" — კობა ფარტენაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს "სამართლიანი გადაწყვეტილებაა" — კობა ფარტენაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ცვლილება ჰარი პოტერის ფილმებიდან? — აი, რას ვნახავთ სერიალში ყველაზე დიდი ცვლილება ჰარი პოტერის ფილმებიდან? — აი, რას ვნახავთ სერიალში
გადახედვა
-
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა
გადახედვა
-
"სრული აბსურდი" — მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე "სრული აბსურდი" — მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
"ბიბლუსი": გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნები დააზიანეს "ბიბლუსი": გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნები დააზიანეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
კომენტარები