თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
ფოტო: თიბისი
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს. სუბურბანი კოლიერსის საცხოვრებელი პროექტების სერიაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვითარდება. ამასთანავე, სუბურბანის კონცეფცია თანამედროვე ადამიანების საჭიროებებს ერგება და სტანდარტად ქცეული ინფრასტრუქტურის შექმნას სცდება. პროექტებში ყოველდღიურობის შემადგენელი, აუცილებელი სერვისები დაინერგება.
სუბურბან საგურამო 95 მიწის ნაკვეთს და 8000 კვ.მ-ზე გაშენებულ რეკრეაციულ ზონას გააერთიანებს. სუბურბან ლისი კი 7 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება და 60 იზოლირებულ მიწის ნაკვეთსა და 9300 კვ.მ ფართობის რეკრეაციულ ზონას მოიცავს.
კოლიერსმა სოციალიზაციისა და დისტანციურად მუშაობისთვის საჭირო სივრცეებზე იზრუნა. დიდი ყურადღება ეთმობა სპორტულ კომპონენტს — როგორც ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ წინაპირობას. სუბურბანის მიზანია მაცხოვრებლებმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ საერთო, მწვანე სივრცეებში, შესაბამისად განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პარკების მოწყობასა და მათში მრავალფეროვანი შესაძლებლობებს გაჩენაზე.
სუბურბანის ძირითადი გამოწვევა ლოკაციისა და კონტექსტის შესაბამისი სერვისების დანერგვა იყო. სწორედ ამიტომ, კოლიერსმა პროექტებში ქარის საზიარო ელექტროტრანსპორტი და ვიჰოსთის მოვლა-პატრონობის სერვისები დანერგა.
სუბურბანის საცხოვრებელ უბნებში მშენებლობა გარკვეული სამშენებლო პარამეტრებით რეგულირდება. მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე ფასადები, კერძო და საერთო სივრცეებს შორის დაცული ბალანსი, მშენებლობისას დასაშვები მასალები და ფერები ქმნის სოლიდარულ უბანს, ერთიანი, თუმცა არა ერთნაირი ვიზუალით.
პროექტის ავტორი - კოლიერსი, გლობალური ლიდერია უძრავი ქონების სერვისებსა და ინვესტიციების მენეჯმენტში. კომპანია 65 ქვეყანაში ოპერირებს და 18,000 პროფესიონალს აერთიანებს.
"კოლიერსის სუბურბანული პროექტების ძირითადი კონცეფცია სამ კომპონენტზე დგას: სრულად მოწყობილი ინფრასტრუქტურა, მეტი ფოკუსი სპორტულ და სოციალიზაციისთვის განკუთვნილ სივრცეებზე და ბაზარზე არსებულ, გამოცდილ კომპანიებთან კოლაბორაციით თანამედროვე სერვისების დანერგვა. კოლიერში წლების განმავლობაში დაგროვდა გამოცდილება, რამაც დაგვანახა რა საჭიროებები აქვთ მომხმარებლებს და რა გამოწვევების წინაშეა ურბანული დეველოპმენტები დღეს. მისასალმებელია, რომ თიბისი ბანკმა სწორად დაინახა ჩვენი საცხოვრებელი უბნების ღირებულება და მისი სრული მხარდაჭერით განხორციელდება ორივე პროექტი — საგურამოში და ლისის ტბასთან", — ირაკლი კილაურიძე, კოლიერსის მმართველი პარტნიორი.
"მოხარული ვარ, რომ კოლიერსისა და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში, ერთდროულად 2 ლოკაციაზე იქმნება საცხოვრებელი პროექტები. შედეგად, ქალაქში და მის შემოგარენში, 2 წელიწადში, ახალი კონცეფციის, დაბალი განაშენიანების დასახლებები გაჩნდება. თიბისი 41%-იანი ბაზრის წილით, დეველოპერული და უძრავი ქონების სექტორის #1 მხარდამჭერია. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში ჩართულობა, რომლებიც გააუმჯობესებს ქალაქის იერ-სახეს, ადამიანებს კი ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე და მულტიფუნქციურ საცხოვრებელ გარემოსა და შესაძლებლობებს შესთავაზებს", — ლაშა ცინცაძე, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები