ეგვიპტეში, ღაზასთან დამაკავშირებელ რაფას გამშვებ პუნქტთან გაერო-ს ხელმძღვანელი, ანტონიო გუტერეში ჩავიდა.

  • გუტერეშის თვითმფრინავი საზღვართან სულ ცოტა ხნის წინ დაეშვა.
  • გაეროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უამრავი სატვირთო მანქანა მზად არის, ღაზის სექტორში შეიტანოს წყალი, საწვავი, მედიკამენტები, საჭმელი.
  • მისი შეფასებით, ეს დახმარება მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როდის ვარაუდობენ ტვირთის შეტანას: ეგვიპტის სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს რაფას გამშვები პუნქტი რამდენიმე საათით გაიხსნებოდა.

  • თუმცა გაერო ამბობს, რომ დახმარება ღაზის სექტორში, შესაძლოა, ხვალ შევიდეს.