ბერლინში ებრაელების სახლებზე უცნობმა პირებმა დავითის ვარსკვლავები გამოსახეს
ფოტო: X
გერმანიის დედაქალაქში მცხოვრები ებრაელი მოქალაქეების სახლებზე უცნობმა პირებმა რამდენიმე დღის წინ დავითის ვარსკვლავები გამოსახეს. ჯამში პოლიციამ ოთხ სხვადასხვა შემთხვევაზე მიიღო შეტყობინება, რამაც ბერლინში მცხოვრები ებრაელები თავიანთ უსაფრთხოებაზე დააფიქრა.
"მე ებრაულად ვსაუბრობ, ტელეფონზეც კი, და დავითის ვარსკვლავს ვატარებ", — ამბობს ქალი, რომელსაც გასულ კვირას, სამსახურიდან დაბრუნებულს, სახლის კარზე მიხატული ებრაული სიმბოლო დახვდა, — "მართლა დავფიქრდი, ღირდა თუ არა სახლში დარჩენა".
სამი სხვა შემთხვევიდან ერთზე მაინც ადასტურებს პოლიცია, რომ სახლი ებრაელ მცხოვრებს ეკუთვნოდა. როგორც სამართალდამცავ ორგანოში ამბობენ, ახლა მიმდინარეობს გამოძიება, კავშირშია თუ არა შემთხვევები ერთმანეთთან.
მომხდარი კი უბრალოდ შემთხვევები როდია — გერმანული კანონმდებლობა მსგავს ქმედებას დანაშაულად მიიჩნევს. ქვეყანაში სწორედ მსგავსი შემთხვევებით დაიწყო ებრაელების მასობრივი დევნა 1930-იან წლებში, როცა ნაცისტები ებრაელების მაღაზიებზე დავითის ვარსკვლავს ახატავდნენ და თანამოქალაქეებს ასე მოუწოდებდნენ ბოიკოტისკენ. ეს ბოიკოტი მალევე გადაიზარდა ჯერ ებრაელებისთვის უფლებების ჩამორთმევაში, მოგვიანებით კი მათ დევნაში, დაკავებასა და სიკვდილის ბანაკებში გაგზავნაში.
დღევანდელ ბერლინში მომხდარი ინციდენტები კი, ზოგიერთის აზრით, ისრაელი-ჰამასის ომს შეიძლება უკავშირდებოდეს. თიურინგიის მხარის დაზვერვის ხელმძღვანელი შტეფან კრამერი ამბობს, რომ "ჰამასის მხარდამჭერები გერმანიაში პროტესტს შეიძლება აღარ დასჯერდნენ და ებრაულ თემზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელონ". კრამერი ამატებს, რომ ისრაელში მიმდინარე ომმა, შესაძლოა, "მოქმედებისკენ უბიძგოს სხვა ისლამისტურ დაჯგუფებებსაც, რომლებიც მთელ გერმანიას მუსლიმების მტრად ხედავენ".
იმის მიუხედავად, რომ ჰამასი ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2003 წელს გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად, გერმანიაში დაჯგუფების საჯაროდ მხარდაჭერა მხოლოდ 2021 წელს აიკრძალა.
ისრაელში მიმდინარე ომის, ასევე ევროპაში მომხდარი ბოლოდროინდელი ტერორისტული თავდასხმების გამო კი, გერმანიაში მეჩეთებთან და ებრაულ სკოლებთან დაცვა გაძლიერებულია.
ასევე იხილეთ:
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
კომენტარები