მოკლედ: პოლონეთში, საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ, კანონმა და სამართალმა (PiS) უმრავლესობა დაკარგა. საბოლოო შედეგები ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამოაქვეყნა.

დეტალები: არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა — მონაწილეობა მოსახლეობის 74.4 პროცენტმა მიიღო.

  • პოლიტიკოს ინფორმაციით, ხმების უმეტესობა, 35.4% კვლავ კანონმა და სამართალმა მიიღო, თუმცა პარტია უმრავლესობის ჩამოყალიბებას ვეღარ შეძლებს.
  • მეორე ადგილზეა სამოქალაქო კოალიცია 30.7%-ით, მას მოსდევს ცენტრისტული მემარჯვენე მესამე გზა 14.4 %-ით, შემდეგ კი - მემარცხენეები - 8.61% და კონფედერაცია - 7.2%.

როგორ გადანაწილდება მანდატები: საბოლოო შედეგის მიხედვით,

  • კანონი და სამართალი პარლამენტში 194 ადგილს მიიღებს;
  • სამოქალაქო კოალიცია — 157-ს,
  • მესამე გზა — 26-ს და
  • კონფედერაცია — 18-ს.

როგორ მოიპოვებს უმრავლესობას ოპოზიცია:

  • სამოქალაქო კოალიცია, რომლის სათავეშია ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, გეგმავს მესამე გზასთან და მემარცხენეებთან კოალიცია შექმნას — ერთად მათ 248 მანდატი ექნებათ.

რა შეიძლებოდა გამხდარიყო მმართველი პარტიის რეიტინგის კლების მიზეზი:

კანონი და სამართალი უმრავლესობაში 2015 წელს მოვიდა, გაზარდა მინიმალური ხელფასი და ბავშვების მხარდაჭერა.

  • პარტიას ადანაშაულებდნენ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზებაში, რადგან მოსამართლეებად მმართველი პარტიის მომხრეები ინიშნებოდნენ;
  • ისინი ხაზს უსვამდნენ კათოლიკური ოჯახების მნიშვნელობას;
  • პარტიამ თითქმის აკრძალა აბორტი 2021 წელს, გარდა ამ შემთხვევებისა: გაუპატიურება, ინცესტი, და თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

რის შეცვლას აპირებს ოპოზიცია:

დონალდ ტუსკი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობას გააუმჯობესებს და ასევე, მოხდება აბორტთან დაკავშირებული კანონის ლიბერალიზება.

შემდეგი ნაბიჯი ახლა პრეზიდენტ ანდჟეი დუდაზეა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატი უნდა დაასახელოს.