მეტი თავისუფლება კერძო სკოლებს — როგორ აფასებენ რეფორმებს საგანმანათლებლო დაწესებულებები
ფოტო: Getty Images
სექტემბერში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
რეფორმები კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მეტ აკადემიურ თავისუფლებასა და სასწავლო პროცესის დაგეგმვისას დამოუკიდებლობას სთავაზობს.
კერძო სკოლებისთვის სავალდებულოდ განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმის მხოლოდ პირველი თავი, რაც სწავლა-სწავლების მიზნებსა და პრინციპებს მოიცავს. კერძო სკოლები ვალდებული იქნებიან, რომ საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში საფეხურის ბოლოს განსაზღვრული მიზნის მიღწევა შეძლონ, ხოლო დადგენილი მიზნის მიღწევის გზებს დამოუკიდებლად განსაზღვრავენ.
რეფორმებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ, სასწავლო პროცესში არა-გრიფირებული, შეთანხმებული სასწავლო რესურსი გამოიყენონ, რაც აკადემიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორ აფასებენ ცვლილებებს კერძო სკოლები?
სკოლა პროგრესის დირექტორი, ნინა ჩიკვაშვილი გვეუბნება, რომ ცვლილებები კერძო სკოლებს მეტ ავტონომიას სთავაზობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისა და შეფასების მეთოდებში, რაც სასწავლო პროცესს უფრო მოქნილსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.
"ეს სიახლე განსაკუთრებით შეეხება ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესს, რომელსაც მოპოვებული აქვს საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამების აკრედიტაცია და მოსწავლეებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან პროგრამებს სთავაზობს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც ამთავრებენ საერთაშორისო პროგრამას, შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს უნივერსიტეტებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე გააგრძელონ სწავლა", — აღნიშნავს ნინა ჩიკვაშვილი.
ნინა ჩიკვაშვილის თქმით, ცვლილებები ეფექტიანად აისახება ჩვენი ქვეყნის განათლებისა და ეკონომიკის აღმავლობა-განვითარებაზე.
კერძო სკოლებისთვის რესურსების მიმწოდებელ ორგანიზაცია English Book Education-ში კი ამბობენ, რომ ცვლილებები მრავალფეროვან რესურსებზე წვდომას მოიტანს, რაც თანამედროვე და საინტერესო მასალების გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.
"ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს, კერძო სკოლებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო რესურსები შევთავაზოთ. მათ კი, თავის მხრივ, ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთ ინდივიდუალურ მიდგომას მოარგონ რესურსები, რომლებსაც თითოეული საფეხურისთვის შეარჩევენ", — აცხადებენ English Book Education-ში.
English Book Education-ში აღნიშნავენ იმასაც, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან, მოთხოვნის შესაბამისად, სკოლებს ყველა საჭირო რესურსი მიაწოდონ.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
კომენტარები