თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა
ფოტო: თიბისი
ლანა ღლონტი 6 წლის წინ ოზურგეთის სოფელ მელექედურში საოჯახო მეურნეობას დაუბრუნდა და ჩაის წარმოება დაიწყო. მაშინ ფიქრობდა, რომ საქმიანობა დროებითი იყო, მაგრამ დღეს უკვე იცის, რომ გურიიდან არსად წავა და წინ კიდევ ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი.
"როდესაც ამ საქმეს მოვკიდე ხელი, ჩვენი ოჯახის საკუთრებაში 1 ჰა ჩაის პლანტაცია იყო. დროთა განმავლობაში წარმოება გავაფართოვეთ და ახლა უკვე 6 ჰა ფართობზეა ჩვენი ჩაი გაშენებული. ჩვენთან დასაქმებული არიან ადგილობრივები, დაახლოებით 60-მდე ადამიანი, უმეტესად ქალბატონები. ჩაის ხელით ვკრეფთ და მხოლოდ სამ ფოთოლს, რაც ჩვენს მიერ წარმოებული ჩაის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს", — ამბობს ლანა ღლონტი.
ჩაის ადგილზე ამუშავებენ მიკრო-გადამამუშავებელ საწარმოში, რომლისთვისაც დანადგარები ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოიტანეს. ეს გურული ჩაი სამი სახეობისაა და ქართულ ბაზარზე პლანტაციის სახელით იყიდება. პლანტაციამ წელს უკვე 3 ტონამდე მაღალი ხარისხის შავი, მწვანე და მოცვის ჩაი გამოუშვა.
თიბისის აგრო-კრედიტის დახმარებით ლანამ შეძლო სოფელ მელექედურში უფრო დიდი, 200 მ2 საწარმოს მშენებლობა დაეწყო, რომლის დასრულებასაც დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება. შესაბამისად, ფერმერის გეგმებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოებაა. ამას გარდა, ლანა ჟღენტი აპირებს, რომ კიდევ უფრო განავითაროს აგრო-ტურიზმი, რის პოტენციალსაც არჩეული ბიზნეს სტრატეგია აძლევს.
"ახალი საწარმო მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მომავალი წლიდან წარმოება გავზარდოთ და 10 ტონამდე ჩაი დავამზადოთ. შესაბამისად, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. ვაპირებთ გავაუმჯობესოთ სტანდარტი და ჩვენი ბრენდი — პლანტაცია საცალო გაყიდვაშიც გავიტანოთ. გარდა ამისა, ჩვენს უახლოეს გეგმებში შედის აგრო-ტურიზმის მიმართულებით განვითარება. ამჟამად, მცირე მასშტაბის სივრცეში შეგვიძლია სტუმრების მიღება. გამომდინარე იქიდან რომ ინტერესი დიდია, გადავწყვიტეთ ჩვენი სახლის ეზოში კოტეჯი ავაშენოთ, სადაც 10 ადამიანს მივიღებთ. აქ ჩამოსული სტუმრები ძირითად ინტერესდებიან ჩაის კულტურით, ზაფხულის პერიოდში მონაწილეობას იღებენ ჩაის კრეფაში, გადამუშავებაში და შემდეგ საღამოს სპეციალურად მათთვის ჩვენი ჩაის დეგუსტაციასაც ვაწყობთ", — ამბობს ლანა ჟღენტი.
პლანტაციის ჩაის, რომელიც განსაკუთრებული შეფუთვით — პატარა ტომრებით იყიდება, აუცილებლად ნახავთ სხვადასხვა გამოფენასა თუ ფესტივალზე საქართველოში.
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
კომენტარები