გაიგე, როგორ უნდა შეარჩიო პროფესია ჰუმანიტარული მიმართულებით
ფოტო: LEAF
თუ მეგობრებთან დებატებში ჩართვა და შენი მოსაზრებების გაზიარება, გლობალური საკითხების განხილვა და მსჯელობა გიყვარს, მაშინ ნათელია რა მიმართულებით უნდა აირჩიო პროფესია.
სტუდენტების ჰუმანიტარული მიმართულებებით დაინტერესების მიზეზი სამართალის თუ საერთაშორისო ურთიერთობების, აქტუალური სოციალური, სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხების გარშემო განვითარებული მოვლენებია.
სტუდენტები ამ პროფესიებს ისეთი საკითხების გამო ირჩევენ, როგორებიცაა სოციალური სამართლიანობა და ადამიანის უფლებები. ახალგაზრდების მიზანია უთანასწორობის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. საკანონმდებლო ჩარჩოებისა და ძირითადი ინიციატივების მეშვეობით, ისინი ცდილობენ, შექმნან უფრო სამართლიანი საზოგადოება.
თანაც, ჰუმანიტარული მიმართულება კარიერული გზების ფართო სპექტრს ხდის ხელმისაწვდომს, სადაც დასაქმების არეალი ძალიან დიდია.
ჰუმანიტარულ მიმართულებებზე სწავლისას სტუდენტები ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, კვლევასა და ანალიტიკურ უნარებს. ისინი სწავლობენ რთული სოციალური და პოლიტიკური საკითხების ანალიზს, მტკიცებულებების შეფასებას და კარგად დასაბუთებულ არგუმენტირებებს, აანალიზებენ მრავალფეროვან პერსპექტივებს და მუშაობენ გლობალური საკითხების ურთიერთდაკავშირებისთვის. ეს უნარები აძლევს მათ საშუალებას, გაუმკლავდნენ გამოწვევებს და ხელი შეუწყონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას.
ახალგაზრდები ცდილობენ წვლილი შეიტანონ უფრო სამართლიან და ინკლუზიურ სამყაროში, სწორედ ამ სექტორის მიმზიდველობა მდგომარეობს იმაში, რომ იბრძოლო სოციალური სამართლიანობისთვის, მოიცვა გლობალური პერსპექტივა და შექმნა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
თუ შენც ამ გზაზე დგახარ და არ იცი, საიდან დაიწყო ან რომელი უნივერსიტეტი აირჩიო, დაესწარი განათლების საერთაშორისო გამოფენას, რომელიც განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 30 სექტემბერს The Biltmore Tbilisi Hotel-ში გაიმართება.
ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიან, რომ დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ. გამოიყენე ეს შანსი, რომ პირადად მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://logos.edu.ge/leaf/
მანამდე კი გაიცანი ის უნივერსიტეტები, სადაც ჰუმანიტარული მიმართულებით მაღალი ხარისხის განათლების მიღება შეგიძლია და ვისთან შეხვედრასაც შეძლებ გამოფენაზე:
ინოვაციური პროგრამა და პრაქტიკები
IE უნივერსიტეტი ესპანეთში მდებარეობს, ცნობილია თავისი აკადემიური ბრწყინვალებით და მაღალი ხარისხის პროგრამებით. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა მიმართულია ინოვაციებისა და მეწარმეობისკენ. აქ ერთიანდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს განავითარონ საკუთარი პროექტები და მისდიონ ინოვაციებისა და ბიზნესის შექმნის შესაძლებლობებს.
მობილობა უნივერსიტეტის ნებისმიერ კამპუსსა და ქვეყანაში
Webster Vienna Private University & Webster University Geneva სწავლების განსაკუთრებულ სისტემას გთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე, ინდივიდუალურ მიდგომას თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციითა და კვლევითი საქმიანობით.
სამ ქვეყანაში სწავლის პერსპექტივა
EU Business School კამპუსებით ბარსელონაში, ჟენევასა და მიუნხენში, გამოირჩევა პრაქტიკული სწავლების სისტემით, რასაც ხელს უწყობს მცირერიცხოვანი კლასები და რაც გულისხმობს თეორიულ მასალასთან ერთად რეალურ ბიზნეს ქეისებზე მუშაობას, ბიზნეს სიმულაციებს, საველე ვიზიტებს და სტაჟირებებს. ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში, 3 წლის განმავლობაში, შეგიძლია ისწავლო სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ერთსა და იმავე უნივერსიტეტში.
ამერიკული განათლება ევროპაში
American University in Bulgaria არის პირველი ამერიკული სტილის, ინგლისურენოვანი, უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპაში. სტუდენტების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაფინანსება. მისი ორმაგი დიპლომის პროგრამა არის აკრედიტებული ამერიკაში და დამთავრებისას გაიცემა ამერიკული დიპლომი.
პრაქტიკული სწავლება
Constructor University გერმანიაში, წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოს მასშტაბით. სასწავლო პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პროექტებსა და კვლევებში ჩაერთონ პირველივე კურსიდან.
სასწავლო ტრანსფერის შესაძლებლობა 4 ქვეყანაში
Schiller International University კამპუსებით ესპანეთში (მადრიდი), გერმანიაში (ჰაიდელბერგი), საფრანგეთსა (პარიზი) და აშშ-ში (ტამპა ბეი, ფლორიდა) შესაძლებლობას გაძლევს აირჩიო და სასწავლო ტრანსფერი განახორციელო შენთვის სასურველ ქვეყანასა და კამპუსში. უნივერსიტეტი გამორჩეულია მნიშვნელოვანი სასწავლო დაფინანსებებით და გლობალური ტრანსფორმაციული განათლების სისტემა საშუალებას გაძლევს მიიღო აკრედიტებული ორმაგი ხარისხი (აშშ და ევროპული). სასწავლო პროგრამები შექმნილია თეორიის პრაქტიკასთან შერწყმით. Schiller გთავაზობს უნიკალურ სასწავლო მიდგომას, რაც ითვალისწინებს, რომ სტუდენტი ერთი თვის განმავლობაში ეუფლება მხოლოდ ერთ საგანს, და მისი დასრულების და ჩაბარების შემდგომ გადადის შემდეგ კურსზე. ეს პროგრამა ხელს უწყობს, რომ სტუდენტი ორიენტირებული იყოს მხოლოდ ერთ მიმართულებაზე და იმ მოკლე დროში სრული დატვირთვით მხოლოდ ერთი საგანი შეისწავლოს სიღრმისეულად.
მაღალი ხარისხის განათლება ბიუჯეტურად
LCC International University მდებარეობს ლიეტუვაში, სწავლის საფასური ძალიან ბიუჯეტურია და ბაკალავრიატზე 3,690 ევროს შეადგენს წელიწადში. უნივერსიტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში.
ასევე, გეტყვი, რომ განათლების ცენტრ LEAF-ს ჰყავს კონსულტანტები, რომლებიც შენს ინტერესებსა და ბიუჯეტზე მორგებულ უნივერსიტეტს მოგიძიებენ, დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე და შენთან ერთად გაივლიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპს.
ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი: გამოფენა გაიმართება 30 სექტემბერს,12:00-დან 17:00 საათამდე, თბილისში, The Biltmore Tbilisi Hotel-ში.
გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
LEAF-ის განათლების გამოფენის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia.
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- ვენური ყავის სახლი — Julius Meinl;
- საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო — McCann Tbilisi;
- კანტის აკადემია;
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი;
- სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა — SchoolBook.
გამოფენის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი.
გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive.
განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute — TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია EKA University of Applied Sciences, Warsaw University of Business, American University in Bulgaria, IE University, Fort Hays State University — Academy of Mathematics & Science.
-
მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა 2000 წლის არტეფაქტი გამოიკვლიეს, რომელიც ბატარეას ჰგავს მეცნიერებმა 2000 წლის არტეფაქტი გამოიკვლიეს, რომელიც ბატარეას ჰგავს
გადახედვა
-
მუხრანში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ მუხრანში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
გადახედვა
-
მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან დააკავშირეს მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ჩვილ ბავშვთა საკვები ფორმულის გამოყენებაზე გაფრთხილებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ჩვილ ბავშვთა საკვები ფორმულის გამოყენებაზე გაფრთხილებას ავრცელებს
გადახედვა
-
ფინეთის სამხედრო დაზვერვა: "რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირებულია, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა" ფინეთის სამხედრო დაზვერვა: "რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირებულია, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების კურსი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების კურსი დაემატა
-
ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს
-
NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის
გადახედვა
-
დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა
გადახედვა
-
მეცნიერებათა აკადემიის სახელფასო ბიუჯეტი ₾3 მლნ-მდე გაიზარდა მეცნიერებათა აკადემიის სახელფასო ბიუჯეტი ₾3 მლნ-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ზუგდიდის სასამართლომ აქტივისტი თაკო გვილია ფეისბუქ-პოსტისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდის სასამართლომ აქტივისტი თაკო გვილია ფეისბუქ-პოსტისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
აზერბაიჯანში ISIS-ისთან დაკავშირებული 3 პირი დააკავეს, რომლებიც ერთ-ერთ საელჩოზე ტერაქტს გეგმავდნენ აზერბაიჯანში ISIS-ისთან დაკავშირებული 3 პირი დააკავეს, რომლებიც ერთ-ერთ საელჩოზე ტერაქტს გეგმავდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია გრძელდება საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია გრძელდება
-
ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე გააძევეს ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს
გადახედვა
-
პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები
გადახედვა
-
ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი 31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
-
თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე
კომენტარები