ლევან ხაბეიშვილი

22 Aug. 2023, 13:08

ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში, ამ 12 დღის განმავლობაში სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს ტრაგედია და ქრონოლოგია. ამ შუალედური დასკვნითაც კი, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაციაა, სადაც ბევრი მტკიცებულებაა, იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც შეეწირა საქართველოს მოქალაქეები, იკვეთება დაგვიანებული რეაგირება.

ჩვენდა სამწუხაროდ, პრემიერმინისტრი დაგვიანებით ახდენს რეაგირებას, მეტიც, 24 საათის შემდეგ ჩადის ადგილზე, ამიტომ საზოგადოებას სჭირდება კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხი. [...]

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, მათ შორის, თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დააგვიანა რეაგირება, ჯარის ჩაყვანა. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც იმ საღამოს, როდესაც ადამიანებს სჭირდებოდათ შველა, გვეპრანჭებოდა სხვადასხვა ოთახებიდან და ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო გადარჩენითი ოპერაცია ეწარმოებინათ, მთელი ღამის განმავლობაში მიატოვეს მოქალაქეები.

24-გვერდიან ანგარიშში, რომელიც არის ჯერ შუალედური და ცხადია ენმ ბოლომდე მიიყვანს ამ საგამოძიებო მოქმედებებს, იკვეთება კონკრეტული თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ეს ყველაფერი იწყება ირაკლი ღარიბაშვილისგან და ცხადია ეს დასკვნა საზოგადოებისთვის იქნება გზამკვლევი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტრაგედიის გამოძიება.

განაცხადა ენმ-ის ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა. 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც, ოფიციალური ინფორმაციით, 33 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის 28 მათგანის ცხედარია ნაპოვნი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

განათლება გამარჯვებაა — გამარჯვება, რომელიც ცოდნით, შესაძლებლობებითა და საკუთარი ძალების რწმენით იწყება. სწორედ…