ტოიოტა ცენტრი თეგეტა ქალთა გაძლიერებისთვის
ფოტო: თეგეტა
- ტოიოტა ცენტრი თეგეტა, რომლისთვისაც ქალების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, გოგოების სამეწარმეო ბანაკის აქტივობებში ჩაერთო;
- სოფელ კაცხში გამართული შეხვედრის ფარგლებში გათამაშება გაიმართა. ორმა მონაწილემ ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორის მოსამზადებელი ტრენინგისთვის დაფინანსება მიიღო. გოგოები ცოდნას თეგეტა აკადემიის ბაზაზე გაიღრმავებენ.
გოგოების სამეწარმეო ბანაკი, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, წელს უკვე მესამედ მოეწყო. პროექტი ქალთა სამეწარმეო გაძლიერებას ისახავს მიზნად. მასში აქტიურად იყვნენ ჩართული გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ორგანიზაციები და კომპანიები, მათ შორის — ტოიოტა ცენტრი თეგეტა და ასევე თეგეტა ჰოლდინგში შემავალი თეგეტა აკადემია.
კომპანიის წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილე გოგოებთან გენდერის მიმართულებით არსებულ სტერეოტიპებზე ისაუბრეს — კერძოდ, რა გავლენას ახდენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სხვადასხვა სტიგმა გოგოების ცხოვრებაზე, მათ მომავალსა და პროფესიულ არჩევანზე. ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. გამოიკვეთა ის პროფესიები, რომელთა მიმართაც გოგოების ინტერესი მაღალია და ასევე ყურადღება გამახვილდა იმ უნარებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ადამიანებს პროფესიული წინსვლისთვის სჭირდებათ, თავიანთი გენდერული იდენტობის მიუხედავად.
"ტოიოტა ცენტრი თეგეტასა და თეგეტა აკადემიის წარმომადგენლები ჭიათურაში, მულტიფუნქციურ ცენტრში სამეწარმეო ბანაკის მონაწილე გოგოებს შევხვდით. მოვუყევით მათ ჩვენი კომპანიის, მისი განვითარების შესახებ; ვუამბეთ, რა პროექტები გვაქვს ქალების გაძლიერების კუთხით, გავუზიარეთ პირადი მაგალითები; ვისაუბრეთ იმაზე, რომ პროფესიას არ აქვს სქესი და ადამიანმა საქმიანობის სფერო უნდა აირჩიოს არა სტერეოტიპულად დიფერენცირებული გენდერული კუთვნილების მიხედვით, არამედ საკუთარი სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად. პირადად მე გოგოებს ჩემი პირადი მაგალითი და გამოცდილება გავუზიარე. ვესაუბრე, რა გზა გავიარე საავტომობილო სფეროში, რა გამოწვევები შემხვდა და რამდენად რთული იყო მათთან გამკლავება. საინტერესო გახლდათ მათი პოზიციის მოსმენა, გავცვალეთ იდეები ქალთა გაძლიერებისა და ხელშეწყობის შესახებ", — ამბობს მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი.
ტრენინგის დასასრულს გათამაშების შედეგად შერჩეულ ორ მონაწილეს თეგეტა აკადემიამ ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორის მოსამზადებელი ტრენინგი დაუფინანსა. სწავლის პროცესი სრულად თეგეტა აკადემიის ბაზაზე წარიმართება.
გოგოების სამეწარმეო ბანაკის მოწყობის მთავარი იდეაა, ხელი შეუწყოს გოგოებსა და ქალებს უპირობოდ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი და პირადი ინტერესის გათვალისწინებით აირჩიონ პროფესია.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა ორგანიზაცია გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი 2022 წელს გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ დაადასტურა მზაობა, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში, იზრუნოს ქალთა მხარდაჭერაზე და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანაბარ დაცვაზე.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
ორთვიანი განშორების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს შეურიგდა ორთვიანი განშორების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს შეურიგდა
გადახედვა
-
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე წარადგინეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე წარადგინეს
გადახედვა
-
რატომ არის საათში 60 წუთი რატომ არის საათში 60 წუთი
გადახედვა
-
სკუტ სკუტი — თავისუფლებისკენ სვლაში დაბადებული ბრენდი სკუტ სკუტი — თავისუფლებისკენ სვლაში დაბადებული ბრენდი
-
სუს: თანხის მითვისების ფაქტზე "ენგურჰესში" შემავალი "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი დააკავეს სუს: თანხის მითვისების ფაქტზე "ენგურჰესში" შემავალი "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი დააკავეს
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა იცოდეთ — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ყველაფერი, რაც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა იცოდეთ — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: ვუსმინე რა ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა ნინო წილოსანი: ვუსმინე რა ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა
გადახედვა
-
წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა — კირცხალია ჰერჩინსკის წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა — კირცხალია ჰერჩინსკის
გადახედვა
-
თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნიდან 34 წელი გავიდა თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნიდან 34 წელი გავიდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შესაძლოა პაველ ჰერჩინსკი საგარეო უწყებაში დაიბარონ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შესაძლოა პაველ ჰერჩინსკი საგარეო უწყებაში დაიბარონ
გადახედვა
-
ჩემი ახალგაზრდობის მარიხუანა დიდი ხანია გაქრა. ნეტავ ვინმეს გავეფრთხილებინე ჩემი ახალგაზრდობის მარიხუანა დიდი ხანია გაქრა. ნეტავ ვინმეს გავეფრთხილებინე
გადახედვა
-
ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის "ილიადის" ფრაგმენტი ედო ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის "ილიადის" ფრაგმენტი ედო
გადახედვა
-
საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს გააფორმებენ საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს გააფორმებენ
გადახედვა
-
რატომ არ უნდა შევიდეთ სუპერმარკეტში მშივრები რატომ არ უნდა შევიდეთ სუპერმარკეტში მშივრები
-
ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი საზომი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაა ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი საზომი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაა
გადახედვა
-
ევროკავშირმა ახალგაზრდების დასაცავად ასაკის გადამოწმების აპლიკაცია აამოქმედა ევროკავშირმა ახალგაზრდების დასაცავად ასაკის გადამოწმების აპლიკაცია აამოქმედა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსი არის გამორჩეული მაღალი რანგის თანამდებობა, კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მაღალი — ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეზე სუს-ის უფროსი არის გამორჩეული მაღალი რანგის თანამდებობა, კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მაღალი — ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეზე
გადახედვა
-
გაიცანით ბიბლიოთეკის ფისო, რომელიც სტუდენტებს სტრესულ დღეებს უმსუბუქებს გაიცანით ბიბლიოთეკის ფისო, რომელიც სტუდენტებს სტრესულ დღეებს უმსუბუქებს
გადახედვა
კომენტარები