რას ნიშნავს "კატასტროფული აფეთქება", რამაც დაკარგული წყალქვეშა ნავის ხუთივე მგზავრი იმსხვერპლა
ფოტო: Walt Disney Co. / Everett Collection
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა მოხდა: წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირულ ტიტანიკთან მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა.
- ხომალდთან კავშირი წყალში ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა — ამ დროიდან ფართომასშტაბიანი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.
- წყალქვეშა ხომალდი, რომელიც ტურისტულ კომპანია OceanGate-ს ეკუთვნოდა, დაახლოებით, სატვირთო მანქანის ზომის იყო, 5 ადამიანსა და ოთხი დღის სამყოფ ჟანგბადს იტევდა.
- ბორტზე იმყოფებოდნენ 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი, შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი, 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი, პოლ-ჰენრი ნარგეოლე.
- 21-22 ივნისს ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ძებნისას ძლიერი ხმაური დააფიქსირეს, რამაც მაშველებს იმედი გაუჩინა.
- თუმცა, 22 ივნისს აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ ნავზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაცვლილია.
დეტალები: წყალქვეშა დისტანციური მართვის რობოტმა, რომელსაც 4000 მეტრის სიღრმეზე ოპერირება შეუძლია, ჩაძირული ტიტანიკიდან 500 მეტრის მოშორებით ნამსხვრევები დააფიქსირა.
- სამძებრო-სამაშველო გუნდმა 5 მთავარი ნამსხვრევი შეისწავლა, რაც მათ ნავის იდენტიფიცირებაში დაეხმარა.
- აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა თქვა, რომ 5 ადამიანის დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ "კატასტროფული აფეთქება" გახდა.
- "ეს ადამიანები იყვნენ ნამდვილი მკვლევრები, რომლებიც იზიარებდნენ თავგადასავლების გამორჩეულ სულს და ღრმა ვნებას მსოფლიო ოკეანეების გამოკვლევისა და დაცვისადმი. ჩვენი გული ამ ხუთი ადამიანის სულთან და მათი ოჯახის ყველა წევრთანაა ამ ტრაგიკულ დროს", – განაცხადა OceanGate-მა, რომელიც წყალქვეშა ნავს მართავდა.
კატასტროფული აფეთქება: წყალქვეშა აფეთქება გულისხმობს გემის უეცარ შიდა კოლაფსს.
- ექსპერტების თქმით, ამ სიღრმეებში წყალქვეშა ნავებზე უზარმაზარი ზეწოლაა და ყველაზე პატარა სტრუქტურული დეფექტიც კი შეიძლება, დამღუპველი იყოს.
- ყოფილი საზღვაო ოფიცერი ამბობს, რომ აფეთქება მილიწამში, ისე სწრაფად მოხდებოდა, სანამ ვინმე "შიგნიდანაც კი მიხვდებოდა, რომ პრობლემა იყო".
შემდეგი ნაბიჯები: დისტანციური მართვის მანქანები დარჩებიან შემთხვევის ადგილზე და გააგრძელებენ ინფორმაციის შეგროვებას ზღვის ფსკერიდან.
- აშშ-ის სანაპირო დაცვის თქმით, ტიტანის წარუმატებლობის დადგენის "წარმოუდგენლად რთულ" საქმეში მოვლენების კონკრეტული ვადების განსაზღვრას დრო დასჭირდება.
- თუმცა, სააგენტო საბოლოოდ დაადგენს, რა მოხდა არასწორად და როგორ გაგრძელდება რეაგირება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები