საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განაგრძობს შემოქმედებითი, კრეატიული და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და განათლების მხარდასაჭერად ინიციატივების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, წელს უკვე მეოთხედ, კრეატიული მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკოლაში, Miami Ad School Europe-ში (MASE), საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ საქართველოს ბანკის და MASE-ს 100%-იანი დაფინანსება და ისწავლონ ბერლინის Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის და Copywriting-ის ორ წლიან პორტფოლიო პროგრამაზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა ჩააბარონ აღნიშნული პროგრამებიდან ერთ-ერთზე. ამისათვის, უნდა გააგზავნონ საკუთარი სივი, სამოტივაციო წერილი და პორტფოლიო მეილის მისამართზე [email protected].
საბუთების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. განაცხადების მიღება 30 ივნისს დასრულდება.
ჩარიცხული კანდიდატებიდან სპეციალურად შექმნილი ჟიური ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულს გამოავლენს და ის სწავლას Miami Ad School Europe-ში შემოდგომის სემესტრში დაიწყებს.
"საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით ინიციატივების განხორციელებას. ჩვენთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, მისი სახელით გამორჩეული, ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის შევქმნათ სწავლის, განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღების და დასაქმების ახალი შესაძლებლობები. Miami Ad School Europe-ი მსოფლიოში აღიარებული სკოლაა Art Direction-ის და Copywriting-ის მიმართულებით, აქ მიღებული ცოდნა კი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას გახდნენ გლობალური სარეკლამო ქსელის წევრები. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აგრძელებს ახალი ინიციატივების შექმნას, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის, ახალი უნარების აღმოჩენის და როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების პროცესში დაეხმარება", — აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.
ინფორმაციისთვის, Miami Ad School ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია კი Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით.
საქართველოს ბანკსა და Miami Ad School Europe-ს უკვე ყავს სამი სტიპენდიატი, რომელთა რიცხვს წელს კიდევ ერთი გამარჯვებული შეემატება.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები