გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე აშშ-ში სასწავლებლად
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.
ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ მოტივირებულ, ნიჭიერ და აქტიურ ახალგაზრდას, რომელმაც ბაკალავრის საფეხურზე სწავლა დაასრულა, აქვს შესაძლებლობა, შეავსოს განაცხადი, გაიმარჯვოს და გაემგზავროს ამერიკაში მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს პროგრამისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ. აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 აგვისტო.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის დაფინანსებით, აშშ-ში უკვე 8 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გაემგზავრა განათლების მისაღებად, წელს კი მათ რიცხვს 2022 წლის კონკურსის გამარჯვებულებიც შეემატებიან.
"საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან პარტნიორობით, 2014 წლიდან ვახორციელებთ Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც, ქართველ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი უნარები და განვითარდნენ. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, უკვე რვა ქართველი სტუდენტი გაემგზავრა ამერიკაში სასწავლებლად მომავლის პროფესიების, ბიზნესის ადმინისტრირების და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებით. პროგრამის მიმართ დაინტერესება მუდმივად იზრდება, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და აქტიურად გავაგრძელოთ ახალი ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
ინფორმაციისთვის, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას აშშ-ს საელჩო უწევს. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა აშშ-ში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე, მათ შორის, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, სურს. პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ახალგაზრდებს განათლების და განვითარების შესაძლებლობას აძლევს, სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაცია 35-ზე მეტი მსხვილი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია. საქართველოს ბანკის ინიციატივებში ჩართული მოსწავლეების, სტუდენტების და ახალგაზრდების რაოდენობა კი 100 000-ს აჭარბებს.
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
კომენტარები