მიშლენის შეფის, მატეო სივეროს მასტერკლასები "ახალ საირმეში"
ფოტო: თეგეტა მოტორსი
"ახალი საირმე" შეფმზარეულების ინტენსიური გადამზადების კურსებს მასპინძლობს. მატეო სივერო, რომელიც მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფის სტატუსს ფლობს, საირმეში პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა. მისი მასტერკლასები იტალიური სამზარეულოს თანამედროვე ტენდენციებსა და მოლეკულური სამზარეულოს ტექნიკებს მოიცავს. სემინარებში მოქმედი მზარეულები და შეფები მონაწილეობენ.
მატეო სივერო, მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფი: "მიხარია, რომ იტალიური სამზარეულოს მიმართ საქართველოში დიდი ინტერესია და ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომეცა. შეხვედრებისას მოლეკულური სამზარეულოს საფუძვლების, ასევე იტალიურ სამზარეულოში ახალი ტექნოლოგიების შესახებ ვისაუბრეთ და ეს ტექნიკები პრაქტიკაშიც გამოვცადეთ. მოხიბლული ვარ აუდიტორიით, მსმენელები დიდ ინტერესს იჩენენ მოლეკულური სამზარეულოს მიმართ და შეხვედრები ძალიან ინტერაქციულია. მათი მონდომება და ინტერესი მასტერკლასებს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და ნაყოფიერს ხდის. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო კურორტ საირმის არაჩვეულებრივი ბუნება, უნიკალური წყლები და სტუმართმოყვარეობა".
პროექტს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია DMO იმერეთთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით იმერეთის რეგიონიდან 15 შეფი გადამზადდება.
გურამ ბაღდოშვილი, შეფი, საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის თანადამფუძნებელი: "მიშლენის შეფების მასტერკლასი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონში გასტრონომიის სფეროს განვითარებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა, როდესაც თავად მიშლენის შეფი მართავს ტრენინგებს. ვფიქრობ, ეს მონაწილეებისთვისაც დიდი მოტივაცია და გამოცდილებაა, რადგან შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალებისგან შეისწავლონ კერძების მომზადების ტექნიკები და გაიღრმაონ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა".
ინტენსიური გადამზადების კურსები, რომლებიც მთლიანად იტალიურ სამზარეულოზეა აგებული და მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე რეცეპტებს, "ახალ საირმეში" 18 აპრილს დაიწყო. მატეო სივეროს მასტერკლასამდე მსმენელებს იტალიური სამზარეულოს ტექნიკები ჯოვანი ტუჩიმ გააცნო. გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტის, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნების შეფისა და მენეჯერის — ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი 18-22 აპრილს მიმდინარეობდა.
საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან: ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.
სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, "სუშეფი". სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილებისგან შედგება და მას უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორები.
მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის ორგანიზებით ხორციელდება.
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
-
ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას! დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას!
გადახედვა
-
ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემებია ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ხელისუფლება ღრმა კრიზისშია სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემებია ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ხელისუფლება ღრმა კრიზისშია
გადახედვა
-
განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება 1 წლით გადაუვადა განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება 1 წლით გადაუვადა
გადახედვა
-
14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გადახედვა
-
სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე სახლს იშენებს "გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე სახლს იშენებს
გადახედვა
-
ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
გადახედვა
-
ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა


კომენტარები