კელი დეგნანი

21 Apr. 2023, 18:00

ჩვენ ბოლომდე ვართ დარწმუნებული ამ ინფორმაციაში, რომ ეს 4 პირი ჩართული იყო მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებში, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს საქართველოს მართლმსაჯულებას და დაბლოკეს საქართველოში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნა.

თუ საქართველოს ხელისუფლებას ამ ბრალდებებზე საკუთარი გამოძიება სურს, საკუთარი მეთოდებით, პარლამენტიდან თუ პროკურატურიდან, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება ამავე დასკვნამდე მივა.

არ აქვს მნიშვნელობა, ქართულ ენაში რომელ სიტყვას გამოვიყენებთ – აშშ-ის კანონმდებლობით შედეგი ერთია: ამ ოთხ პირს არ აქვს უფლება, აშშ-ში შევიდნენ კორუფციულ აქტებში მონაწილეობის გამო. ამ პროცესს მოითხოვს აშშ-ის კანონმდებლობა.

რას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, ამას ადგენს საქართველოს ხელისუფლება. პარლამენტს აქვს ინსტრუმენტი ამ ბრალდებების, კორუფციის გამოსაძიებლად. ინფორმაციის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია საჯაროდ, ბრალდებების საფუძველი უკვე წლებია ფართოდაა ცნობილი.

ვფიქრობ, უკეთესი კითხვაა, რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ათწლეულებია ამაზე მუშაობთ – ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნაზე, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. ესაა შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა: საქართველომ აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისადმი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნისადმი ერთგულება. ამას იმსახურებთ.

იმედი მაქვს, ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, გამოიყენებს ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს, პარლამენტს თუ სხვა ინსტიტუტებს, კორუფციის ბრალდებებს გამოიძიებს და გადადგამს შემდეგ ნაბიჯს იმის საჩვენებლად, რომ საქართველო მართლაც ერთგულია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

განაცხადა აშშ-ს ელჩმა ბათუმელებთან ინტერვიუში. [ბათუმელების თარგმანი] აშშ-მ სანქციები დაუწესა გავლენიან ქართველ მოსამართლეებს, ე.წ. კლანის წევრებს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
  2. ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
  3. სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
  4. რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა
  5. სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა თოკების გარეშე დაიპყრო ცათამბჯენი Taipei 101

ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა ალექს ჰონოლდმა კვირას ცათამბჯენი Taipei 101 თოკებისა და ნებისმიერი დამცავი აღჭურვილობის…