ინოვაციური სარწყავი სისტემები თანამედროვე ფერმერებისთვის
ფოტო: აგროსფერო
ირიგაციას ანუ ნიადაგის ხელოვნურ მორწყვას ადამიანი უძველესი დროიდან მიმართავდა, რათა უნალექობის დროს მცენარისათვის საჭირო ოდენობის წყალი მიეწოდებინა და მისი ზრდა-განვითარებისთვის შეეწყო ხელი. დროთა განმავლობაში განვითარდა ნიადაგის მორწყვის სხვადასხვა ფორმები და შეიქმნა სისტემები, რომლებმაც სულ უფრო გაამარტივა მიწების რწყვა. დღეს ინოვაციური სარწყავი სისტემების დახმარებით, თანამედროვე ფერმერები კიდევ უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებული ბუნებრივ ნალექზე.
როგორია თანამედროვე სარწყავი სისტემები და რა ინოვაციური მახასიათებლებითა და უპირატესობებით გამოირჩევიან ისინი? — აგროსფეროსთან ერთად დღეს ნიადაგის მორწყვის თანამედროვე ფორმებზე ვისაუბრებთ.
წყლის მიზნობრივი გამოყენება
საუკუნეების განმავლობაში მორწყვის რამდენიმე მეთოდი გამოიყენებოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიღვარვით მორწყვა, ანუ სრული ზედაპირის წყლით გაჯერება ან ტერიტორიის დატბორვაა. დღეს ის მოძველებულ მეთოდად მიიჩნევა, რადგან ის წყლის ჭარბ მოხმარებას გულისხმობს და ზოგიერთ შემთხვევაში ნიადაგის ეროზიასაც იწვევს. თანამედროვე აგრომეურნეობაში ინოვაციურ მიდგომად მიკრო ირიგაცია მიიჩნევა. მისი ერთ-ერთი სახე წვეთოვანი მორწყვის სისტემაა, რომლის დროსაც მაგისტრალური და წვეთოვანი მილების ქსელის საშუალებით წინასწარ გათვლილი რაოდენობის წყალი მცენარეთა მწკრივის გასწვრივ ჩაედინება და არ ხვდება ნიადაგის იმ ნაწილში, სადაც ის საჭირო არ არის. ამავე მეთოდის გამოყენებით, გაცილებით ეფექტიანია მცენარეთა ფერტიგაციაც ანუ სასუქებით გამოკვება.
ამასთან ერთად, თანამედროვე სარწყავი სისტემები ხშირად აღჭურვილია ავტომატიზაციის კომპონენტებით,რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერს, ნიადაგის ტენიანობის, წინასწარ განსაზღვრული დროითი ინტერვალის ან სხვა მაჩვენებლების მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში მართოს სარწყავი სისტემა.
რესურსების დაზოგვა
წყლის მიზნობრივად და გონივრულად გამოყენება, ცხადია, მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის, ელექტროენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებას, რასაც, პირველ რიგში, გარემოსდაცვითი მნიშვნელობა აქვს. მიკრო ირიგაცია ხარჯთეფექტურიცაა — ნაკლები რესურსის მოხმარება, ნაკლებ დანახარჯს ნიშნავს.
გაზრდილი და გაუმჯობესებული მოსავალი
მიკრო ირიგაციის დროს წყალი და საკვები ნივთიერებები თანაბრად მიეწოდება თითოეულ მცენარეს. გარდა ამისა, ამგვარი სისტემის დახმარებით, ფერმერი უკეთ მართავს მორწყვის პროცესს — აწვდის მცენარეს საჭირო ოდენობის წყალსა და საკვებ ნივთიერებებს და არ ტვირთავს მას ზედმეტი ტენითა და სხვადასხვა ელემენტებით. ეს კი უდიდეს გავლენას ახდენს მცენარის ჯანსაღ ზრდა-განვითარებაზე, რაც ხარისხიან და გაზრდილ მოსავალზე აისახება.
ინოვაციური სარწყავი სისტემები IRRITEC-სგან
IRRITEC იტალიური კომპანიაა, რომელიც თითქმის 50 წელია ინოვაციურ სარწყავ სისტემებს ქმნის და ფერმერებს მორწყვასთან დაკავშირებულ ჭკვიანურ გადაწყვეტებს სთავაზობს. მან დაფუძნებიდან მალევე მოიპოვა ლიდერობა თავის დარგში და დღეს ინოვაციური სარწყავი სისტემების ერთ-ერთ წამყვან ბრენდად მიიჩნევა.
IRRITEC-თან წლებია ოფიციალურად თანამშრომლობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია აგროსფერო და ქართველ ფერმერებს მისი ინოვაციური პროდუქციით უზრუნველყოფს. საქართველოში ხელმისაწვდომია IRRITEC-ის მზა წვეთოვანი სარწყავი კომპლექტი IRRIGO-ც. ის წვეთოვანი მორწყვის სისტემას წარმოადგენს და განკუთვნილია მოყვარულთათვის, 150 კვ.მ.-ის ტერიტორიისთვის. კომპლექტს მოჰყვება სამონტაჟო ინსტრუმენტები და ინსტრუქციაც, რომელთა დახმარებითაც მისი აწყობა მოყვარულს თავად შეუძლია. ამასთან, მას არ სჭირდება წყლის წნევის ხელოვნურად შექმნა ან ელექტროენერგია.
აღსანიშნავია ისიც, რომ აგროსფერო პარტნიორ ფერმერებს უწევს აგრო-კონსულტაციასაც — ეხმარება საჭიროებების იდენტიფიცირებაში, პროდუქტების შერჩევასა და მათ სწორად გამოყენებაში. ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ კონსულტაციით სარწყავი სისტემების შეძენამდეც ისარგებლონ, სპეციალისტთა გუნდთან ერთად შეარჩიონ მათზე მორგებული პროდუქტი და მისი ინოვაციური მახასიათებლების სრულად ათვისებით, ნაკლები ძალისხმევითა და დანახარჯით, გაზარდონ მოსავლის ოდენობა და ხარისხი.
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები