მამუკა მდინარაძე

8 Apr. 2023, 18:11

მაგალითად, რაც ქუჩაში დანაშაულია ადამიანის მიმართ, ის პარლამენტარის მიმართ ჟურნალისტურ საქმიანობად ითვლება პარლამენტში თქვენი მხრიდან, თორემ ჩვენ ასე არ ვთვლით. [...]

რაც ქუჩაში არის დანაშაული, ადევნება, კითხვის დასმა არც ქუჩაშია დანაშაული და არც პარლამენტში. [...] კითხვის დასმა არ არის დანაშაული არსად, მაგრამ ადევნება დანაშაულია ქუჩაში, ამას სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს, ეს უტრირებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ადევნება, როცა ინტერვიუს აგრძელებ რესპონდენტის ნების საწინააღმდეგოდ... პარლამენტში დადგენილი წესებით არის წესების დარღვევა, რომელიც გარკვეულ სანქცირებას ითვალისწინებს.

თქვენც, საქართველოში რომ იტყვიან, თქვე კაი დედმამიშვილებო, რომ დაემორჩილოთ იმ წესებს, რაც არსად არ არის სხვანაირად მსოფლიოში, რაც მსოფლიოში არსად გინახავთ სხვაგან, იმას რომ აპროტესტებთ საქართველოში? სადმე გინახავთ, რომ მსოფლიოს რომელიმე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის ნების საწინააღმდეგოდ გრძელდებოდეს დაუსრულებლად ინტერვიუები?

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. პარლამენტმა შემოიღო მედიის შემზღუდავი წესები, რომლებზე დაყრდნობითაც 3 ოპოზიციური არხის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს 1 თვით აკრედიტაცია შეუჩერდათ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  2. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  3. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  4. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
  5. უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

"სპეციფიკური მიზეზები აქვს ჩინეთს და ამაში მე არ მინდა შევიდე, იმიტომ რომ ეს არის ჩინეთის მიზეზები და ამ მიზეზებსაც…