კახა კალაძე

7 Apr. 2023, 14:47

როდესაც უცხო ქვეყანა ასანქცირებს შენი ქვეყნის მოსამართლეებს, რაღაცაზე დაფუძნებული ხომ უნდა იყოს? მე თქვენ რომ გითხრათ რაღაცა, დაგაბრალოთ ქურდობა, ხომ უნდა მქონდეს დოკუმენტი, მტკიცებულება, დოკუმენტი იმისა, რომ რაღაც მოიპარეთ, ძალიან მარტივია. [...]

დიდი იმედი მაქვს, რომ წარმოდგენილი იქნება რაღაც, თუ რაზე იქნება აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, რა იყო ამ ყველაფრის საბაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი, ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად. და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, ასეთი დამოკიდებულება, ვფიქრობ, დააზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის.

განაცხადა კახა კალაძემ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოში სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს — ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო

97 წლის ქალმა თავისივე გინესის მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და კვლავ მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი "ფრთაზე მოსიარულე" ქალი…