საქართველოში კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი არ შემოუშვეს — რა ვიცით
ფოტო: დარიანა გრიაზნოვა / FB
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ინფორმაცია BBC-ის რუსულმა ბიურომ გაავრცელა, მოგვიანებით კი უფლებადამცველმა, დარიანა გრიაზნოვამ ფორმულასთან დაადასტურა
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა და უფლებადამცველებს კრემლი დევნის, ამიტომ ისინი ქვეყნიდან გარბიან, მათ შორის, საქართველოში.
- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენთან არ უშვებენ ან შემოსვლისას აბრკოლებენ კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ რუს ჟურნალისტებსა და უფლებამცველებს.
- მაგალითად, არ შემოუშვეს დოჟდის ჟურნალისტი და რუსი ფოტოჟურნალისტი, რომელიც Associated Press-სთან და The Insider-თან მუშაობს, ასევე, ბლოგერი, რომელსაც რუსეთში შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
- არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების არშემოშვების შესახებაც.
- ამავდროულად, საქართველოს სტუმრობდნენ და უპრობლემოდ შემოვიდნენ რუსი პროპაგანდისტი წამყვანები და მოქალაქეები, რომლებიც მობილიზაციას გამოექცნენ.
დეტალები: როგორც BBC წერს, გრიაზნოვა საქართველოში პარტნიორთან ერთად, რომელიც ასევე უფლებადამცველია, 2021 წლის მაისიდან ცხოვრობდა.
- მისი ფეისბუქაქტივობებიდან ჩანს, რომ უკრაინის მხარდამჭერია და სოლიდარობა გამოუცხადა ქართველებს მარტის აქციების დროს, რუსული კანონის წინააღმდეგ.
- გრიზანოვა მაშინ არ შემოუშვეს, როცა სტამბულიდან საქართველოში ბრუნდებოდა და სხვა საბუთებთან ერთად გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, მერი ლოულორის წერილიც ჰქონდა, რომელიც სთხოვდა მთავრობას, იურისტი ქვეყანაში შეეშვათ.
- BBC-ის ინფორმაციით, წერილში ეწერა, რომ გრიაზნოვა აწარმოებდა სასამართლო საქმეებს, ქალთა უფლებებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე.
- ასევე ნათქვამი იყო, რომ ამჟამად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის იურიდიულ მრჩევლად და ევრაზიის მიმართულებით იურიდიულ მრჩევლად Equality Now-ში — არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს.
- მომხდარს გამოეხმაურა ლოულორიც და ტვიტერზე დაწერა, რომ გრიაზნოვა ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე გააბრუნეს.
- მისი თქმით, ძალიან აწუხებს, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს საქმიანობასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან და სურს, ნახოს დოკუმენტები, რომლებშიც მიზეზებია განმარტებული.
გრიაზნოვაც ამბობს, რომ შემოშვებაზე უარს მის საქმიანობას უკავშირებს.
- "საქართველოს ხელისუფლება ხშირად საუბრობს, რომ ვალდებული არიან შეამოწმონ ქვეყანაში შემომსვლელი ადამიანები. მაგრამ თუ გადავხედავთ რუსეთის მოქალაქეების რიცხვს, რომლებიც თავისუფლად შემოუშვეს და შევადარებთ რუსი უფლებადამცველების რიცხვთან, ვისაც არ უშვებენ ქვეყანაში, გაოგნდებით", — განაცხადა მან ფორმულასთან.
- მისივე თქმით, საზღვარზე პასპორტს ფოტოს უღებენ, ვოთსაფით სადღაც აგზავნიან და ამის ემშდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, რაც მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას აქვს სია, რომლითაც ხელმძღვანელობს.
- "არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და არასასურველი ხალხის სიებს ერთმანეთს უზიარებენ", — განაცხადა მან.
- On.ge-მ მიზეზების გარკვევა შსს-ში სცადა, თუმცა, ტრადიციულად, პასუხი არ მიუღია.
- თუ უწყებისგან ოფიციალური განმარტება იქნება, მასალა განახლდება.
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
კომენტარები