5 ფილმი დიქტატურასა და ტოტალიტარიზმზე
ფოტო: Miramax; ქართული ფილმი
ისტორიისა თუ ლიტერატურის სახელმძღვანელოებიდან უამრავი შემზარავი ისტორია წაგვიკითხავს დიქტატურაზე ჯერ კიდევ სკოლის კედლებს შეფარებულებს, თუმცა ფილმებში გაცოცხლებულ კადრებს ალბათ ბევრისთვის სულ სხვა ძალა აქვს და კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს იმ სისასტიკესა და უმოწყალობას, რასთან გამკლავებაც ადამიანებს უწევდათ სხვადასხვა დიქტატორული რეჟიმის დროს.
მაშ ასე, ნახე, 5 ფილმი, რომელიც დიქტატორული რეჟიმის სისასტიკეზე გვიყვება:
1. მონანიება — Repentance
მონანიება თენგიზ აბულაძის ყველაზე ცნობილი ფილმია, რომელიც, მისი თქმით, "იმიტომ გადაიღო, რომ ასეთი რამ აღარ განმეორებულიყო." ფილმი სტალინის უშუალო ხსენებისგან თავს იკავებს, თუმცა შეშლილი დიქტატორის, ვარლამის, მეშვეობით, რომელიც ულვაშით ალბათ ჰიტლერს მოგაგონებთ, ოპერის სიყვარულით მუსოლინს, სათვალით კი ბერიას, ნათლად გვიჩვენებს იმ სიბოროტეს, რომელიც მთელ ქვეყანას ჩექმასავით ებჯინებოდა ყელზე და გუდავდა. თენგიზ აბულაძის თქმით, ფილმში რეპრესიებს შეწირული ადამიანების ამბები რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული — კერძოდ, 1937 წელს დახვრეტილ ქართველი ინტელიგენციის უბედურებაზე.
ფილმში ვარლამსა და მის შვილს აველს ერთი და იმავე მსახიობი ასახიერებს, რითაც რეჟისორი მამა-შვილის მენტალიტეტს შორის მსგავსებას გვიჩვენებს. ვარლამის გარდაცვალების შემდეგ მის ცხედარს საფლავიდან იღებენ და ისევ სახლში მის ოჯახის წევრებს უყუდებენ კართან, რადგან "დამნაშავის" თქმით, "მისი დამარხვა ნიშნავდა, ის ყველაფერი დაგემარხა, რაც მან ჩაიდინა." მიუხედავად იმისა, რომ ფილმს მონანიება ჰქვია, ერთადერთი ადამიანი, რომელიც მომხდარ საშინელებებზე ნამდვილ სინანულს გრძნობს, ვარლამის შვილიშვილი თორნიკეა, რომელიც მას შემდეგ, რაც მამას უცხადებს, რომ მას სინდისი არ აქვს, საკუთარ სიცოცხლეს ვარლამის ნაჩუქარი იარაღით ასრულებს.
2. სხვების ცხოვრება — The Lives of Others
სხვების ცხოვრებაში გერმანელი საიდუმლო პოლიციის ოფიცერი დრამატურგისა და მისი პარტნიორის, ცნობილი მსახიობი ქალის, ბინაში ფარულ მოსასმენ მოწყობილობებს ამონტაჟებს და მათ საუბრებს ყოველდღიურად უსმენს. მიუხედავად იმისა, რომ გერდ ვიზლერს სულ სხვა დავალება აქვს, წყვილის საუბრების მოსმენის შემდეგ მათდამი ისეთი თანაგრძნობითა და სიმპათიით იმსჭვალება, რომ მათ დახმარებასაც ცდილობს, რასაც მისი კარიერა ეწირება კიდეც. შეყვარებული წყვილის ცხოვრების მოსმენით ოფიცერი ხვდება, რა აკლია მის საკუთარ ცხოვრებას — თავისუფალი ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, ორმხრივი სიყვარულის ბედნიერება, ხელოვნებასთან მეგობრობა.
ყოველ ახალ დღესთან ერთად ჩანს, რომ არა როგორც მოთვალთვალე ჯაშუში, არამედ როგორც აღფრთოვანებული მსმენელი უგდებს ყურს დრამატურგისა და მსახიობი ქალის საუბრებს ხელოვნებაზე, მუსიკაზე, ლიტერატურაზე, სიყვარულზე და ხვდება, რომ ცხოვრებაში რაც კი რამ მნიშვნელოვანია, სწორედ ამ საუბრებში იმალება.
3. შინდლერის სია — Schindler's List
შინდლერის სია ნაცისტური გერმანიის სისასტიკესა და ებრაელი ხალხის წამებასა და მკვლელობაზე გვიყვება საკონცენტრაციო ბანაკებში. ოსკარ შინდლერი მოხერხებულად თამაშობს გერმანელ ოფიცრებთან "მათიანის" როლს, თუმცა სინამდვილეში ცდილობს, იმდენი ებრაელის სიცოცხლე იხსნას, რამდენიც შესაძლებელია.
ფილმი ამონ გოეთის მაგალითზე გვიჩვენებს გერმანელი ოფიცრების ბოროტებას პოლონელი ებრაელების მიმართ. საკონცენტრაციო ბანაკის უფროსს, ამონ გოეთს, შეუძლია, ნებისმიერ ადამიანს სრულიად უმიზეზოდ ესროლოს ბანაკში, მაგალითად კიბეებზე ჩამომავალ ქალს, რომელიც არაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენებისგან და არც არაფერი დაუშავებია, უბრალოდ ამონისთვის ის არაფერს ნიშნავს და მისი სიცოცხლეც დაუნანებლად ემეტება ტყვიისთვის. სწორედ ამას უხსნის შინდლერი ჰელენ ჰირშს, ამონის ებრაელ მოახლეს, რომლის მიმართაც ოფიცერი ფიზიკურ ლტოლვას გრძნობს, თუმცა ქალს სრულფასოვან ადამიანად არ თვლის, ამიტომ სექსუალურ სურვილებს ფიზიკურ ძალადობაში გამოხატავს და დაუნდობლად სცემს. ფილმი ჰელენ ჰირშის მაგალითით გვიჩვენებს იმ დამცირებას, სექსუალურ შევიწროებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რისი ატანაც ებრაელ ქალებს ნაცისტი ოფიცრებისგან უწევდათ.
4. პიანისტი — The Pianist
ფილმი პოლონელი ებრაელის ისტორიას გვიყვება ბრწყინვალე მუსიკალური ცხოვრებიდან საკონცენტრაციო ბანაკამდე. ფილმის რეჟისორი რომან პოლანსკი თავის წარსულ გამოცდილებებს იხსენებს ფილმში. თავად პოლანსკის დედამაც საკონცენტრაციო ბანაკში გაზის ოთახში დაასრულა სიცოცხლე და რეჟისორის თქმით, ეს იმდენად მტკივნეულია მისთვის, რომ მხოლოდ საკუთარი სიკვდილი მოუტანს ამ ტკივილისგან ხსნას. ფილმშიც პიანისტის გადარჩენა მისთვის შვებასთან ერთად აღუწერელი ტკივილითაა სავსე, რადგან ყველა ის ადამიანი დაკარგა, ვინც კი უყვარდა. თავად პოლანსკიც მოესწრო და გადაურჩა ჰოლოკოსტს, ამიტომ ის გზა, რომლის გავლაც პიანისტს დასჭირდა მისთვის კარგად ნაცნობია და, შესაბამისად, ფილმში დეტალურად ნაჩვენები.
5. V ესე იგი ვენდეტა — V for Vendetta
ფილმი ნათლად გვიჩვენებს ტოტალიტარული რეჟიმის სისასტიკეს და გვასწავლის, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ხალხის თავისუფლების წართმევით საზრდოობს. V-ს მიაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობა კორუმპირებულია და მათ გარეშე უფრო ბედნიერი იქნება საზოგადოება. ის და მისი მხარდამჭერები ნიღბების დახმარებით საკუთარ ანონიმურობას იცავენ, რაც უმარტივებთ თავიანთი სურვილები უფრო თამამად გამოხატონ და მთავრობას აუჯანყდნენ. საბოლოოდ, V იმარჯვებს, თუმცა ეს ყველაფერი დანაკარგისა და სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება. ნიღბის კიდევ ერთი დანიშნულება ფილმში იმის ხაზგასმაა, რომ ეს არაა მხოლოდ ერთი ადამიანის ბრძოლა და მხოლოდ ერთი ადამიანის პირადი შურისძიება, მიუხედავად იმისა, რომ ამბოხის კატალიზატორი სწორედ მთავრობის წარსული დანაშაულია V-ს წინაშე. ეს არის თავისუფლების იდეა, რომელსაც უამრავი ადამიანი საკუთარი ნებით აფარებს თავს.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა





კომენტარები