წერილი სალომე ზურაბიშვილს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ბოლო 10 წლის განმავლობაში, მოვლენები საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში საოცრად მონოტონურია. თითქმის ნებისმიერი პროტესტი, რომელიც მიმართულია მთავრობის ან სახელმწიფო უწყებების მიმართ, მომენტალურად არის დისკრეტირებული ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2007 წლის საპროტესტო აქციები, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი თქვენც იყავით ქალბატონო სალომე. იმდროინდელი მთავრობა, მისი წარმომადგენლები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ოპოზიციურ ძალებს, საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს, რუსეთის აგენტებად ან რუსული პროპაგანდის მიერ კონტროლირებად ჯგუფებად მოიხსენიებდა.
დღეს ერთგვარი დეჟა-ვუ მაქვს, რადგან ფაქტობრივად იგივე მოვლენას ვაკვირდები. ოღონდ ამჯერად ქართველი ხალხის ბუა, საპარლამენტო უმცირესობა, ნაციონალური მოძრაობაა. ბოლო მაჟორიტარულ არჩევნებში, პატივცემულმა ბიძინა ივანიშვილმა ისიც განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნების გაყალბებას ცდილობდა. თუ ვინმე სადმე რამე მშენებლობას აპროტესტებს, იქნებიან ეს პარტიზანი მებაღეები ან სხვა „მწვანეები“, ხელისუფლება თითს ისევ ნაციონალური მოძრაობისკენ იშვერს. დღეს თქვენც არ ჩამორჩით ტრენდს და გუშინდელი საპროტესტო აქცია საქართველოს ბუას და „სხვა პოლიტიკურ თამაშს“ მიაწერეთ.
რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და "აზრების" გამოთქმის გამო დაიჭირეს? თუ გჯერათ რომ წვიმა და ავდარში სპონტანურად გამოდის უცებ მოსახლეობა თბილისში და ... ბათუმში და ასეთ ორგანიზებულ სახე ეძლევა ამ ყველაფერს?
ერთი ვცადოთ და სხვანაირად ვუყუროთ ამ საქმეს? ვის აწყობს პოლიციის და ყველა სახელმწიფო უწყების (არაფერი რომ არ ვთქვათ ეკლესიაზე) ავტორიტეტის შელახვა... რომ პოლიციაში და სხვაგან ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ ეს ვიცით, რომ ძალოვან სტრუქტურებში ზოგი კიდევ მიჰყვება სხვა გეგმებს და ინსტრუქციებს ესეც უცნობი არაა ... ამას უნდა მართლაც გამოძიება, ფაქტების დადება და ამ საბოტაჟურ ქმედებების ერთხელ და სამუდამოდ ამოფრქვევა... ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია სხვა საკითხია ამ ცალკე ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და დამოუკიდებლად ამ აჟიოტაჟისა მიღებული იქნას ჩვენ ქვეყნისთვის სათანადო გადაწყვეტილება ... ამ ახალ აგორებულ "სკანდალზე" არ უნდა დავიწყოთ უადგილო თვითკრიტიკა : არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა ....
აქ სხვა პოლიტიკური თამაშია და არც ახალგაზრდების თავისუფალი შემოქმედება (?!) არც ნარკოპოლიტიკის პარამეტრები არაფერ შუაშია!
ეს თქვენი [სალომე ზურაბიშვილის] პოზიციაა, ახლა მოდით ლოგიკურად ვიმსჯელოთ;
მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია დაიჭირეს სხვადასხვა ადგილზე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მათ ორივეს, ერთდროულად აღმოაჩნდათ დიდი დოზით MDMA, რომელიც რატომღაც ორივეს ჯიბით დაჰქონდა.
მაინტერესებს ქალბატონო სალომე, რამდენი ადამიანი იცით ან რამდენის შესახებ გსმენიათ ან უბრალოდ აბსტრაქტულად რას ფიქრობთ, რატომ უნდა დადიოდეს ორი ახალგაზრდა, რომლებმაც ძაან კარგად იციან, როგორი საშიშია საქართველოში ნარკოტიკების შენახვა-მოხმარება, ჯიბე-გამოტენილი ნარკოტიკის შეკვრით. არ არის ეს უცნაური?
მაგრამ კარგით, დავუშვათ მართლა დაჰქონდათ ჯიბით MDMA. მაინც, ამ ორ ადამიანს, დაკავების შემდეგ ერთმანეთთან არ ულაპარაკიათ და არანაირი კავშირი არ ჰქონიათ. ამის მიუხედავად, ორივე ერთი და იგივე ამბავს ყვება (როგორც უკვე ვთქვი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად). მგალობლიშვილიც და ქებურიაც ამბობენ, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთანავე უთხრეს, რომ კლიპი არ უნდა გადაეღოთ, კლიპი უნდა წაეშალათ და რომ მუსიკალური ვიდეოსთვის დაისჯებიან.
თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ორი ადამიანი წინასწარ შეთანხმდა ნარატივზე. ანუ დასხდნენ და გადაწყვიტეს, რომ თუ ნარკოტიკის გამო დაიჭერდნენ, ერთი და იგივე ისტორია მოეყოლათ. თუ ეს ასეა და ორი ახალგაზრდა ასეთი ფრთხილია, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი, მაშინ რატომ დაჰქონდათ დიდი დოზით MDMA ჯიბით. დღისით, მზისით. ელემენტარული ლოგიკაა საკმარისი იმისთვის, რომ მივხვდეთ რაოდენ „სუსტი“ და არალოგიკურია ეს ჰიპოთეზა.
ამის გარდა, ორივეს ჩაუტარეს ნარკო-ტესტირება. იძულებით მოაშარდინეს, აიღეს მათი პირის ღრუს ლორწოვანას ნაცხი. რომელმაც დაადგინა, რომ დაკავებული პირები არათუ არ იყვნენ ნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ, მათ ნარკოტიკები ბოლო თვის განმავლობაშიც არ მიუღიათ. ეს დამატებით ეჭვს აჩენს დებულებაში, რომ მგალობლიშვილს და ქებურიას ჯიბით დაჰქონდათ MDMA. ისევ ვიმეორებ, ამის მისახვედრად მხოლოდ ელემენტარული ლოგიკაა საჭირო, რომლითაც თქვენ რატომღაც არ სარგებლობთ.
ახლა მოდით თქვენი სკეპტიციზმი აგორებული პროტესტისადმი უფრო აბსტრაქტულად განვიხილოთ;
პირველ რიგში, თქვენ გამოთქმულ მოსაზრებას არანაირი ფაქტით ან არგუმენტით არ ასაბუთებთ. არადა ხალხისთვის არგუმენტირებული ინფორმაციის მიწოდება თქვენი, როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსის პირველი მოვალეობაა. იმის მტკიცებით, რომ საპროტესტო მუხტს ამ ქვეყანაში საპარლამენტო უმცირესობა მართავს, შეურაცხყოფას აყენებთ თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ საპროტესტო აქციაზე იყო მოსული. მინდა შეგახსენოთ ქალბატონო სალომე, რომ ხალხს აქვს არაჩვეულებრივი თვითორგანიზაციის უნარი. ამ აქციაზე თქვენ იხილავდით ოცნების მხარდამჭერებს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, კომუნისტებს, ანარქისტებს, მორწმუნეებს, ათეისტებს და ა.შ... ყველანაირი რწმენის და მსოფლმხედველობის ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ ერთი მიზნით, რომლებმაც ჩათვალეს, რომ პოლიციის ნარატივი არ არის ლოგიკური.
ბოლო დროს, საქართველოში არაერთხელ აგორდა საპროტესტო ტალღა. წელს, თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ განსაკუთრებით აქტიურია ახალგაზრდული ფრთა და ისინი მხოლოდ ნარკოპოლიტიკას არ აკრიტიკებენ. ბევრი მათგანი ითხოვს შრომითი უფლებების გაუმჯობესებას, ბევრი მათგანი მოითხოვს ტყეების გაკაფვას, პარკებში მშენებლობის შეჩერებას და ა.შ. ყველა ეს ადამიანი, ყველა ეს დაჯგუფება ერთვება პოლიტიკურ ცხოვრებაში, აფიქსირებს თავის აზრს. ეს არის დემოკრატია და ეს უნდა იყოს დემოკრატია. იქამდე, სანამ ფაქტს არ მომიყვანთ, რომ მე იმ აქციაზე იმიტომ მივედი, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მაცდუნა, მანამდე მექნება განცდა, რომ თქვენ ნამდვილად არ ჩამოუვარდებით ზემოთხსენებულ პარტიას შეთქმულების თეორიებით.
თქვენ ბედავთ და ასკვნით, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო უწყების მიერ უსამართლოდ არავინ დასჯილა და არავინ დაჩაგრულა. არ ვიცი ქალბატონო სალომე რატომ არ იცით, რომ ნებისმიერი მთავრობა და ნებისმიერი ცენტრალური სისტემა განწირულია ჩაიდინოს უსამართლო ქმედებები. მთავრობა პოლიციელებს და სამართალდამცავებს აკისრებს უზარმაზარ პასუხისმგებლობას და ამასთანავე აძლევს მათ უზარმაზარ ძალაუფლებას. რატომ გგონიათ შეუძლებელი, რომ ათასობით პოლიციელიდან და სამართალდამცავიდან, რამდენიმე მაინც გამოჩნდება ისეთი, ვინც სახელმწიფოსგან მინიჭებულ ძალაუფლებას ბოროტად გამოიყენებს, ვიღაცას ნარკოტიკს ჩაუდებს და ვიღაცას თვითმკვლელობამდე მიიყვანს არ მესმის.
ყველაფერთან ერთად, თქვენ ამტკიცებთ, რომ „ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია სხვა საკითხია ამ ცალკე ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული...“
როგორ ამბობთ ასეთ რაღაცას, როდესაც თქვენივე ნარატივიდან გამომდინარე, ეს ორი ახალგაზრდა სწორედ ნარკოტიკის შენახვა და/ან მოხმარების გამო დაიჭირეს. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, ყველა განცხადება გაამყარონ არგუმენტებით და ფაქტებით, მაგრამ სამწუხაროდ არცერთი პოლიტიკოსი არ მეგულება, ვინც ამ პასუხისმგებლობას ასრულებს.
პატივისცემით,
ნაციონალური მოძრაობის მიერ ტვინგამორეცხილი, სხვა პოლიტიკური თამაშის მსხვერპლი, ახალგაზრდა
-
როგორი იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორი იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა

კომენტარები