მოამზადე ავტომობილი ზამთრის თავგადასავლებისთვის — იანვრის შეთავაზებები თეგეტა მოტორსში
ფოტო: თეგეტა
ახალი წელი ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და სწორედ ამიტომ მას განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. მას შემდეგ, რაც საჩუქრების დარიგებით, ჟრიამულითა და სითბოსა და სიყვარულის გაცემით სასიამოვნოდ გადავიღლებით, აუცილებლად უნდა გამოვყოთ დრო დასვენებისთვის. თუ გინდათ, რომ უსიამოვნო თავგადასავლები არ გახდეს დაგეგმილი მოგზაურობის ნაწილი, საჭიროა, სათანადოდ შევამოწმოთ და მოვამზადოთ ავტომობილი.
თეგეტა მოტორსში იანვარში თქვენი ავტომობილისთვის სხვადასხვა შეთავაზება მოქმედებს.
პერსონალური მენეჯერის მომსახურება უფასოდ და 15%-იანი ფასდაკლება თანამდევ სერვისებზე
მოგზაურობის დაწყებამდე ავტომობილის შემოწმება, მომზადება და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მათი აღმოფხვრა დროსა და ენერგიას მოითხოვს. ხშირად ახალი წლის დღეების შემდეგ გვიჭირს თავისუფალი დროის გამონახვა. ამის გამო, სამოგზაუროდ წასვლამდე სათანადოდ ვერ ვზრუნავთ ავტომობილზე. ასეთ დროს კი იზრდება არასასიამოვნო თავგადასავლების ალბათობა.
იანვარში თეგეტა მოტორსი პერსონალური მენეჯერის მომსახურებას უფასოდ გთავაზობთ. საჭიროების შემთხვევაში, ის წაიყვანს თქვენს ავტომობილს და სასურველ ლოკაციაზე სრულად გამართულს დაგიბრუნებთ. იანვრის შეთავაზებების ფარგლებში კი, პერსონალური მენეჯერის უფასო მომსახურებასთან ერთად, თანამდევ სერვისებზე 15%-იანი ფასდაკლებაც მოქმედებს.
20%-იანი ფასდაკლება Online Shop-ით ან ქოლ-ცენტრის დახმარებით პროდუქციის შეძენისას
საახალწლო დღეებში, ავტომობილისთვის საჭირო პროდუქტების შეძენა სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია. Shop.tegetamotors.ge-ზე საბურავების, აკუმულატორების, ზეთების, ავტომობილის მოვლის საშუალებების, დანადგარებისა და სხვა მრავალი პროდუქტის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ონლაინმაღაზიაში ავტომობილისათვის საჭირო ნაწილებისა და ატრიბუტების შეძენა დღის ნებისმიერ მომენტში სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. გადაწყვეტილების მიღებაში ქოლ-ცენტრიც დაგეხმარებათ. ონლაინკონსულტანტები საჭირო პროდუქტების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან.
ონლაინმაღაზიისა და ქოლ-ცენტრის დახმარებით შეძენილ ნებისმიერ პროდუქტზე 20%-იანი ფასდაკლება 15 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.
სავალი ნაწილების შემოწმება უფასოდ
იანვარში, ზამთრის საკურორტო სეზონის გახსნასთან ერთად, თოვლიან რელიეფზე გადაადგილება ბევრ მოგზაურს უწევს. ასეთ პირობებში მრავალკილომეტრიანი გზის უსაფრთხოდ და კომფორტულად გასავლელად უმნიშვნელოვანესია ავტომობილის სავალი ნაწილის გამართულობა.
შორ გზაზე წასვლამდე აუცილებელია სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა და პრობლემის შემთხვევაში მისი ხარისხიანი დეტალებითა და გამოცდილი მექანიკოსების დახმარებით დროული აღმოფხვრა.
თეგეტა მოტორსში პირველი იანვრიდან 31 იანვრამდე სავალი ნაწილის შემოწმება სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი.
ძრავის ჰაერისა და სალონის ფილტრების შეცვლა უფასოდ
ზამთრის კურორტებზე გამგზავრებისას კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა სითბო ავტომობილში. ამისათვის მნიშვნელოვანია, სალონის ფილტრი ახალი და სუფთა იყოს. ის უზრუნველყოფს, რომ ავტომობილში მტვრის ნაწილაკებისა და უსიამოვნო სუნისგან გაწმენდილი ჰაერი მოხვდეს.
ძრავისათვის სუფთა ჰაერის მიწოდებაზე კი ჰაერის ფილტრია პასუხისმგებელი და მისი დროული შეცვლა ავტომობილის მთავარი ნაწილის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
იანვარში თეგეტა მოტორსში ძრავის ჰაერისა და სალონის ფილტრების შეძენის შემთხვევაში პროფესიონალი მექანიკოსების გუნდი მათ უფასოდ შეგიცვლით.
თვლების ნახარის შემოწმება უფასოდ
თვლების ნახარი, იგივე "რაზვალი", ავტომობილებისათვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემაა. თვლების ნახარის დარღვევამ ბევრი სხვა დეტალი შეიძლება დააზიანოს. მათ შორის, შესაძლოა გამოიწვიოს საბურავის არასწორი ცვეთა და რესურსის ნაადრევი შემცირება, ავტომობილით გადაადგილებისას მოძრაობის ტრაექტორიიდან გადახრა, დამუხრუჭებისას ავტომობილის არათანაბარი გაჩერება, მოცურების ალბათობის ზრდა და ა.შ.
ამ უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა შემოწმდეს თვლების ნახარი და საჭიროების შემთხვევაში თანამედროვე აპარატით გასწორდეს. იანვრის ბოლომდე ეს მომსახურება თეგეტა მოტორსის ფილიალებში სრულიად უფასო იქნება.
ფასდაკლება სამუხრუჭე დისკების მოხეხვაზე
სამუხრუჭე დისკი მუხრუჭის სისტემაში შემავალი ნაწილების უმნიშვნელოვანესი დეტალია. სისტემის გამართვისას უნდა დავაკვირდეთ, როგორ მდგომარეობაშია სამუხრუჭე დისკის ზედაპირი. ძველი ხუნდების ახლით ჩანაცვლებისას, თუკი დისკების ზედაპირი დაზიანებულია, აუცილებელია მისი მოხეხვა. ამით თქვენ უზრუნველყოფთ ხუნდსა და დისკს შორის წარმოქმნილი ხახუნის ძალის გაზრდას იმ მაქსიმუმამდე, რაც აუცილებელია ავტომობილის უსაფრთხოდ გაჩერებისათვის. ამიტომ, თუკი ხუნდებს ცვლით, შეამოწმეთ და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ სამუხრუჭე დისკების მოხეხვის სერვისით, რომლით სარგებლობა 31 იანვრამდე 30 ლარად იქნება შესაძლებელი.
ავტომობილის გასამართად, სხვადასხვა შეთავაზება თეგეტა მოტორსში იანვრის ბოლომდე იმოქმედებს. ავტომობილისთვის საჭირო სერვისების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით კვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსების დახმარებით არის შესაძლებელი.
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
კომენტარები