თეგეტა მომავალი თაობის მხარდასაჭერად — კომპანია საფეხბურთო სკოლის ოთხ მოსწავლეს სწავლას უფინანსებს
ფოტო: თეგეტა
"მე არ მახსოვს, მაგრამ მშობლები მიყვებიან, რომ თურმე ბავშვობაში, როდესაც ვტიროდი, ერთადერთი, რითაც მამშვიდებდნენ, ფეხბურთი იყო, ჩამირთავდნენ ტელევიზორში ნებისმიერ თამაშს და მეც მაშინვე ვჩერდებოდი".
სანამ საფეხბურთო მოედანზე მოხვდებოდა, ჯერ ბურთთან ერთად იძინებდა. 7 წლის იყო, პირველად მინდორზე რომ გავიდა და მწვრთნელების მოწონებაც მალევე დაიმსახურა. ორი წლით უფროსების გუნდში საკუთარ ანგარიშზე არაერთი გოლი ჩაიწერა, ვარსკვლავს ეძახდნენ და დიდ იმედებსაც ამყარებდნენ მასზე. სხვა ოცნება არ ჰქონია, ყოველთვის დიდი ფეხბურთისკენ მიიწევდა. 35-ე საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელს, 12 წლის მათე ბერიას ცხოვრების გზა უკვე არჩეული აქვს.
"თუ იშრომებ, თავდაუზოგავად თუ ივარჯიშებ, ყველაფერი გამოგივა, ამიტომაც ვაპირებ - ვიშრომო და ვიბრძოლო ბოლომდე, რომ დიდი ფეხბურთელი გამოვიდე და ჩემი ოცნება ავიხდინო. მინდა ვიყო ნაკრების კაპიტანი, გუნდზე მქონდეს პასუხისმგებლობა. ჩემს თავს დიდ ფეხბურთში ვხედავ. ისეთი რამე არ არსებობს, რაც მეზარება, არასდროს ვიღლები და ამიტომ მჯერა, რომ ჩემს მიზანს მივაღწევ", — მათე ბერია.
ფიზიკა-მათემატიკით არის გატაცებული და ინგლისურ ენასაც უკვე კარგად ფლობს 12 წლის დაჩი ლილუაშვილი. დაინტერესებულია კომპიუტერული თამაშებით, უყვარს ცურვა და გიჟდება მეგობრებთან ერთად გართობაზე, თუმცა ცხოვრების მთავარი ინტერესი და მოწოდება ფეხბურთია. მათეს მსგავსად, ისიც 7 წლიდან თამაშობს. პატარა სპორტსმენს მწვრთნელები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
"ძალიან პატარა ვიყავი, მამასთან ერთად ფეხბურთის მატჩების ყურება რომ დავიწყე. ძალიან შემიყვარდა ეს სპორტი და 35-ე საფეხბურთო სკოლაში შემიყვანეს. ყველაზე მეტად ჩემს საყვარელ გუნდში, მადრიდის რეალში მინდა თამაში. ვიცი, რომ ძალიან დიდი შრომა სჭირდება წარმატებულ ფეხბურთელს და მე ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემს მიზანს მივაღწიო, თავს გამოვიჩენ თამაშებზე, ბევრს ვივარჯიშებ და მჯერა, რომ დიდი ფეხბურთელი გავხდები და ჩემს ოჯახს დიდ სახლს ვუყიდი კუნძულზე", — დაჩი ლილუაშვილი.
დაჩი და მათე იმ მოსწავლეებს შორის არიან, რომლებსაც საფეხბურთო სკოლაში სწავლა თეგეტა ჰოლდინგმა დაუფინანსა. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისათვის განათლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია 35-ე სკოლის ოთხ მოსწავლეს სწავლის ერთი წლის საფასურს უხდის.
"ახალგაზრდა თაობის მხარდასაჭერად „თეგეტა“ არაერთ აქტივობას ახორციელებს. ჩვენი კომპანიისათვის განათლება პრიორიტეტულია. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდისთვის გახდეს ცოდნის მიღება უფრო ხელმისაწვდომი. შეუძლებელია მათეს, დაჩის, არჩილსა და ლუკას მოუსმინო და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის სურვილი არ გაგიჩნდეს. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვით დიდი წარმატებისა და ჩვენი მიზნების მიღწევას შევძლებთ", — აღნიშნავს თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციის ხელმძღვანელი, ნათია ბერძული.
35-ე სკოლაში მოსწავლეთა გარკვეული კატეგორია შეღავათებით სარგებლობს, მათ შორის არიან განსაკუთრებული უნარებით გამორჩეული აღსაზრდელები. ახლა ამ საქმეში სკოლას თეგეტა ჰოლდინგიც ეხმარება ერთი მიზნით — უკეთესი მომავლისათვის.
"თეგეტა გვერდში დაგვიდგა და ჩვენს ოთხ მოსწავლეს ეხმარება, ნიჭიერ თაობას, რომლებმაც მომავალში შესაძლოა დიდი ფეხბურთი ითამაშონ. ასეთი მხარდაჭერა ბავშვებს უფრო მეტ სტიმულს აძლევს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი აღსაზრდელები აუცილებლად გვასახელებენ", — ამბობს გიორგი ავსაჯანიშვილი, 35-ე სკოლის დირექტორი
საფეხბურთო სკოლაში დღეს 400-ამდე ბავშვი სწავლობს. სკოლას სწავლების დიდი გამოცდილება აქვს და უკვე არაერთი კარგად ცნობილი ფეხბურთელი ჰყავს აღზრდილი. მომავალში მათ რიგებს მათე, დაჩი, არჩილი და ლუკაც შეუერთდებიან.
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა


კომენტარები