საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი 23 კომპანიას შეუჩერდა. 15-21 მაისის პერიოდში სულ 226 ინსპექტირება ჩატარდა, დოკუმენტებით კი 295 ობიექტი შემოწმდა.

შემოწმებულ ობიექტებს შორის მოხდვა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტები.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 63 ბიზნესოპერატორი და ლაბორატორიული კვლევისთვის 64 ნიმუში აიღო.

On.ge-მ სურსათის სააგენტოს მიმართა იმის გასარკვევად, კონკრეტულად რომელი კვების ობიექტებში, ან საკვების რომელ მწარმოებელ კომპანიებში აღმოჩნდა დარღვევები, თუმცა სააგენტოში განგვიცხადეს, რომ ამ ინფორმაციას ვერ მოგვცემენ.