მამების თასი წელს მეოთხედ ჩატარდება
თარიღი: 2 ოქტომბერი, 2022
საათი: 12:00 -18:00
ადგილი: ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში მამებისა და შვილების საფეხბურთო ტურნირი — მამების თასი წელს მეოთხედ გაიმართება. ტურნირს გახსნიან: გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი, ჰასან მოჰთაშამი, შვედეთის ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი.
ფოტო: UNFPA საქართველო
მამების თასი 2017 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორობის ფარგლებში დაარსდა და წლიდან წლამდე მის მიმართ მამებისა და შვილების ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. Covid19-ის პანდემიის გამო, ტურნირი 2020-2021 წლებში ვერ ჩატარდა. 2022 წელს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, მამების თასი გუნდებს კვლავ უმასპინძლებს.
ფოტო: UNFPA საქართველო
წელს მამების თასში მონაწილეობას 24 გუნდი მიიღებს. თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს 8-12 წლის, მინიმუმ ოთხი და მაქსიმუმ ექვსი მონაწილისგან: ორი გოგო და ორი ბიჭი (შესაძლებელია, გუნდს ორი დამატებითი მოთამაშე ჰყავდეს რეზერვში), ხოლო გუნდის მწვრთნელი აუცილებლად ერთ-ერთის მამა უნდა იყოს.
ტურნირში მონაწილეობა უფასოა. მამების თასის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო მაისურები, გამარჯვებულ სამ გუნდს კი ბავშვთა გასართობი ცენტრის ვაუჩერები. ტურნირის ჩემპიონი სპეციალურ თასს მიიღებს.
ღონისძიების მიზანია, კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შვილების ცხოვრებაში მამების ჩართულობისა და სპორტში ბიჭებისა და გოგოების თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობას.
ფოტო: UNFPA საქართველო
ღონისძიება ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.
კამპანიის შესახებ:
კამპანია "კაცები ზრუნავენ" ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ, შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამებისა და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით — ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობასა და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა კაცს, რომელიც მის იდეას იზიარებს.
საკონტაქტო პირი: სალომე ბენიძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კომუნიკაციის და პარტნიორობის ანალიტიკოსი.
+995 577 211 300
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები