საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოცვის პლანტაციის გაშენებისთვის ინვესტიცია განხორციელდა
საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გურიაში, დაბა ლაითურში კომპანია ლურჯი მოცვის მიერ 15,4 ჰა-ზე პლანტაცია გაშენდება. მიწის ნაკვეთის შესყიდვის მიზნით კომპანიის მიერ 205 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდა, ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 1,5 მლნ ლარს შეადგენს. გამოყოფილი ინვესტიცია ლურჯი მოცვის თანამედროვე ინტენსიური საადრეო ჯიშების შესყიდვას, პლანტაციის გაშენებას, სამაცივრე მეურნეობის და საჭირო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.
"კომპანიის მიერ პლანტაციის გაშენების მიზნით ფართობის დამუშავება თებერვალში დავიწყეთ. ჩატარდა სერიოზული სამუშაოები ნაკვეთის გაწმენდასთან დაკავშირებით. ნაკვეთზე მიმდინარეობს 300 ტონაზე გათვლილი წყალსაცავის მოწყობა. საბოლოო ჯამში, სექტემბრის ბოლოს, ნერგების დასარგავად მთლიანი ფართობი 15,4 ჰა იქნება მზად. პლანტაციების გაშენების შემდეგ კომპანიაში დაახლოებით 200 ტონა მოცვის მოსავალს ველოდებით. აქტიურად ვმუშაობთ ისეთი სტანდარტების დანერგვაზე როგორებიცაა: HACCP (ჰასპი), GLOBAL GAP (გლობალ გაპი), GRASP (სოციალურ პრაქტიკაში გლობალური რისკების შეფასება), ISO 9001. მოცვის რეალიზაციის ძირითადი ბაზარი იქნება ევროკავშირი, ასევე, ექსპორტზე გავა მეზობელ და სპარსეთის ყურის ქვეყნებში", — აღნიშნავს ნანა ბიწაძე, კომპანია ლურჯი მოცვის დირექტორი.
"ვცდილობთ შევქმნათ ლურჯი მოცვის შესანახი სპეციალიზებული სტაციონარული საცავები, რომელიც აღჭურვილი იქნება სავენტილაციო დანადგარებით, სადაც არსებული ნორმატიულ-ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნება საჭირო ტემპერატურული რეჟიმი და ფარდობითი ტენიანობა. მოცვის შოკური გაყინვა და შემდგომ მისი შენახვის ტექნოლოგია განსაკუთრებით რთულია. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიოში საუკეთესო სამაცივრე მეურნეობების კონტრაქტორ კომპანიებთან 200 ტონიანი მოცულობის მაცივრის დასაპროექტებლად, რომელიც მოიცავს პროდუქციის ჩქარი გაგრილების განყოფილებას. აქ მოცვის ნაყოფი 25-30 გრადუსიდან 1-2 გრადუსამდე გაგრილდება ერთი საათის განმავლობაში, რაც გაზრდის მის მდგრადობას და შესაბამისად, შენახვის ვადასაც. პროექტის განხორციელებისას მუდმივად დასაქმებული იქნება 10-15 ადგილობრივი მაცხოვრებელი, ხოლო სეზონურად 150-200 თანამშრომელი", — დასძენს ნანა ბიწაძე.
"მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ კიდევ ერთ, ეკონომიკურად გამართულ პროექტს, რომელსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლურჯი მოცვი“ ახორციელებს და რაც გურიაში 15,4 ჰა მოცვის პლანტაციის გაშენებას გულისხმობს. ბოლო დროის მონაცემების ანალიზით ამ ბიზნესს დიდი პოტენციალი აქვს და ის კიდევ მეტად უნდა განვითარდეს. უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამით ხელი შეეწყოს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. სასიამოვნოა, რომ კომპანია არ ჩერდება და სამომავლოდ უკვე დაგეგმილია საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების შეძენა. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით კი რეგიონებში", — განაცხადა ნათია ღლონტმა, საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
-
რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე? რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე?
გადახედვა
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა
გადახედვა
-
პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო
გადახედვა
-
ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ
გადახედვა
-
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
-
იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა
გადახედვა
-
ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა
გადახედვა
-
"მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე "მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე
გადახედვა
კომენტარები