საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველი კომაროვის STEM ბანაკი დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია განათლების მხარდაჭერასა და ტექნოლოგიური პროფესიების პოპულარიზაციას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკი და კომაროვის სკოლა ერთობლივ პროექტს ახორციელებენ, რომლის ფარგლებშიც X და XI კლასის 60 მოსწავლე საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში გაემგზავრა.
ეს იმას ნიშნავს რომ, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებებით დაინტერესებული მეათე და მეთერთმეტე კლასის 60 მოსწავლე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც შესარჩევი ეტაპების გავლის შემდეგ შეირჩნენ, ბრიტანული საზაფხულო სკოლების მოდელზე დაფუძნებულ STEM ბანაკში იღებენ მონაწილეობას. მოსწავლეები ძირითადად რეგიონების სკოლებიდან შეირჩნენ და ისინი ზაფხულის არდადეგების ერთ კვირას ბაკურინაში, საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარებენ.
ბანაკში მოსწავლეები 19-დან 26 ივნისის ჩათვლით შეხვდებიან STEM მიმართულებებით ქვეყნის გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს; გაიღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას; გაიცნობენ მსგავსი ინტერესების მქონე მოსწავლეებს მთელი საქართველოდან; დაკავდებიან სხვადასხვა ფიზიკური და გასართობი აქტივობით.
STEM ბანაკში მოსწავლეები მოისმენენ ლექციებს მათემატიკის ირგვლივ. კონკრეტულად კი თამაშთა თეორიაზე, ალბათობასა და სტატისტიკაზე, კომბინატორიკაზე; მათემატიკის ისტორიაზე. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ მათემატიკურ ვიქტორინაში. მოსწავლეები ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო კარგად გაერკვევიან თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი, Meta და მისი მომავალი, ასევე, ალგორითმული ექსპერიმენტები. 24 ივნისს კი მათთვის ჩატარდება ტექნოლოგიების დღე, სადაც მოისმენენ კიდევ უფრო მეტს ინჟინერიასა და რობოტიკაზე, მომავლისა და ტექნოლოგიურ პროფესიებზე.
"კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ბანაკის ორგანიზებით მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს მათი ინტერესების კიდევ უფრო გაღრმავებაში, მათთვის საინტერესო მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. საქართველოს ბანკისათვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, განათლების და კარიერული განვითარების მხარდაჭერა, განსაკუთრებით ტექნოლოგიური, მომავლის პროფესიების შერჩევისას, უცვლელი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო პროექტებს და გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კუთხით", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
"კომაროვის ზაფხულის სკოლა ინოვაციური პროექტია, რომელიც აგებულია ბრიტანული საზაფხულო სკოლის მოდელზე, თუმცა ადაპტირებულია ჩვენი მოსწავლეების ინტერესებთან და საჭიროებებთან. ბანაკის მიზანია მომავალი STEM ლიდერები აღმოჩენა და ახალი შესაძლებლობების შექმნით მათი ტალანტის რეალიზების ხელშეწყობა. სკოლაში მთავარი აქცენტი მათემათიკის, ფიზიკის, ქიმია-ბიოლოგიისა და ტექნოლოგიების სპეციალური, საინტერესო და ექსპერიმენტული ფორმით სწავლებაზეა გაკეთებული. მთელი პროგრამა ორინეტირებულია, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ რამდენად მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია ეს დისციპლინები",- განაცხადა გიგი გიორგაძემ, STEM ბანაკის ორგანიზატორმა.
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ახალაგაზრდების მოტივირება, პროფესიის შერჩევის დროს მათ მხარდაჭერას და ტექნოლოგიურ პროფესიებზე ცნობადობის ზრდას. სწორედ ამიტომ, კომაროვის STEM ბანაკს ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უწევს. მასში მონაწილეობა ყველა შერჩეული მოსწავლისთვის უფასოა.
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
-
ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას! დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას!
გადახედვა
-
ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემებია ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ხელისუფლება ღრმა კრიზისშია სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემებია ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ხელისუფლება ღრმა კრიზისშია
გადახედვა
-
პრინცი ჰარი და მეგანი 6 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან პრინცი ჰარი და მეგანი 6 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან
გადახედვა
-
განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება 1 წლით გადაუვადა განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება 1 წლით გადაუვადა
გადახედვა
-
14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გადახედვა
-
აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის შენობაში სახლს იშენებს "გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის შენობაში სახლს იშენებს
გადახედვა
-
ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
გადახედვა
-
ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
კომენტარები