EMC: Meydan Tv-ის ჟურნალისტის ქვეყანაში არშემოშვება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევაა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა გადაწყვეტილება, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოში შემოშვებაზე უარის შესახებ. საჩივრის მოთხოვნაა მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა "მისი თვითნებური და დისკრიმინაციული შინაარსის გამო".
სახელმწიფოს გადაწყვეტილება არსებითად დისკრიმინაციული იყო და განპირობებულია საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ლოიალობით აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ.
EMC ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, გადაადგილების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევასთან ერთად, ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევაც არის:
"უარის დასაბუთების არარსებობის პირობებში ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება არსებითად დისკრიმინაციული იყო და განპირობებულია საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ლოიალობით აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ".
EMC იცავს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ჯამალ ალის ინტერესებს საქმეზე, რომელიც 2017 წლის 19 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით უარს უკავშირდება:
"არსებობს დასაბუთებულ ვარაუდი, რომ საქართველოში ჯამალ ალის შემოშვებაზე უარი, Meydan TV-ში მის ჟურნალისტურ საქმიანობას, უფრო ზუსტად კი, 2017 წლის იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის, სოკარის მიმართ მის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ სიუჟეტს უკავშირდება.
კერძოდ, MeydanTV-ს მიერ 2017 წლის 16 იანვარს გამოქვეყნდა ჯამალ ალის მომზადებული სიუჟეტი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის, სოკარის განსხვავებული პოლიტიკის ჩვენება საქართველოსა და აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანის სოფლებში და ბაქოსთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ რაიონებში დიდ პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობისთვის, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილს ზამთარში გათბობასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება. სიუჟეტის მიზანს წარმოადგენდა, იმის ჩვენება, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანია სოკარი იმის ნაცვლად, რომ საკუთარი რესურსები აზერბაიჯანში არსებული პრობლემების მოგვარებაზე მიმართოს, საქართველოში არსებულ საკულტო ნაგებობების დიდ ნაწილს გაზით უფასოდ ამარაგებს. აღნიშნული სიუჟეტის შემდგომ, 2017 წლის 29 მარტს, თბილისში გარკვეულმა ადამიანებმა გამართეს საპროტესტო აქცია, რომლის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა MeydanTV-სა და ჯამალ ალის საქმიანობის აკრძალვა საქართველოს ტერიტორიაზე. საპროტესტო აქციის შემდგომ, პირველივე ვიზიტის განხორციელებისთანავე, ჯამალ ალის საქართველომ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაუსაბუთებული უარი უთხრა შემოსვლაზე".
2017 წლის 19 აპრილს Meydan.Tv-ს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჯამალ ალი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა, თბილისში დაგეგმილი სამსახურეობრივ შეხვედრებზე დასასწრებად, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.
ჯამალ ალისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ოფიციალურ საფუძველს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები წარმოადგენს.
Meydan.Tv აზერბაიჯანულენოვანი ონლაინ მედია პლატფორმაა, რომელიც გერმანიაში დაფუძნდა. Meydan.Tv ალიევის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და აქტიურად აშუქებს აზერბაიჯანში სახელისუფლებო კორუფციის საკითხებს, რის გამოც მითითებული მედია პლატფორმის თანამშრომელთა დიდი ნაწილი, მათ შორის ჯამალ ალიც, საკუთარი საქმიანობის გამო, პოლიტიკური და განსხვავებული შეხედულების ნიშნით იდევნებიან აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ და აღნიშნულის გამო სხვა ქვეყნებში უწევთ ცხოვრება.
Meydan TV ფარავს, როგორც აზერბაიჯანში, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს სამ ენაზე, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
EMC-ის ინფორმაციით, ჯამალ ალის საქართველოში ხშირად უწევდა სამსახურეობრივი და პირადი ვიზიტების განხორციელება, რის გამოც ის არაერთხელ ყოფილა საქართველოში და 2017 წლის 19 აპრილის ვიზიტამდე რაიმე პრობლემა საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არ შექმნია.
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები