BTU-ისა და EKIMO-ის HealthTech ჰაკათონის გამარჯვებულების სია ცნობილია
ფოტო: BTU
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და სტარტაპ EKIMO-ის ორგანიზებით, 19-20 აპრილს, სტუდენტებისთვის HealthTech ჰაკათონი ჩატარდა. ჰაკათონი, მობილური აპლიკაციის გამოყენებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალური ასისტენტის შექმნას ისახავდა მიზნად. მასში მონაწილეობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების სტუდენტები იღებდნენ.
ჰაკათონის მიმდინარეობისას გუნდებს სპეციალურად მოწვეული მენტორები, დიმიტრი ჯანელიძე და სოსო კუპრაშვილი, ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევდნე. კომპეტენტურმა ჟიურიმ კი გამარჯვებული გუნდები გამოავლინა:
I ადგილი — აპლიკაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ითვლის წნევას, BMI-ის, ახორციელებს მის მონიტორინგს და მომხმარებელს აძლევს განახლებულ რეკომენდაციას ცხოვრების ჯანსაღ სტილთან დაკავშირებით.
- სანდრო კიკნაძე — BTU
- ალექსანდრე გალოგრე-ბარამიძე — BTU
- ქეთევან ქუფარაშვილი — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
II ადგილი — ჯანსაღი კვების, აქტივობებისა და წნევის მონიტორინგის აპლიკაცია.
- შიო ანდღულაძე — BTU
- გიო მამაგულაშვილი — BTU
- ქეთი ჩახნაშვილი — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
III ადგილი — აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, აღრიცხოს წამლის მიღების პროცესები და გააკონტროლოს ჯანმრთელობა ციფრულად.
- მერაბ მუმლაური — BTU
- გიგა სულხანიშვილი - BTU
- ზვიად ბიბილაშვილი - გეომედი
- იონა ბართიშვილი - BTU
ფოტო: BTU
გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოს და შესაძლებლობას, განავითარონ პროექტი სტარატაპ EKIMO-სთან ერთად:
- I ადგილი — 5000 ლარი
- II ადგილი — 3000 ლარი
- III ადგილი — 2000 ლარი
მონაწილეების იდეები მოწვეულმა ჟიურიმ შეაფასა:
- ირაკლი მირზიკაშვილი — CEO, EKIMO
- სოსო კუპრაშვილი — PO, EKIMO
- სოსო ფიფია — CEO, VABACO
- სალი კვირკველიძე — CMO, EKIMO
- ნინო მიქავა — BTU-ს ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი
"როდესაც I ადგილზე გასული გუნდის შესახებ საუბრობდნენ, რთულად წარმოგვედგინა, რომ გამარჯვებულები ჩვენ ვიყავით, რადგან ასეთ წარმატებას არ ველოდით. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ პროექტმა, რომელზეც ჰაკათონის მიმდინარეობისას აქტიურად ვმუშაობდით, ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ტექნიკური დავალება საკმაოდ რთული იყო და, გარდა ამისა, დროც არასაკმარისი გვქონდა, თუმცა, სწორედ ეს იყო ის გამოწვევა, რამაც უდიდესი გამოცდილება მოგვცა. ვგეგმავთ, პროექტი განვახორციელოთ სტარტაპ EKIMO-სთან ერთად და პროდუქტს დასრულებული სახე მივცეთ", — აღნიშნავენ I ადგილზე გასული გუნდის წევრები.
EKIMO ჯანმრთელობაზე ზრუნვის პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მათთვის საჭირო თუ სასურველი პროდუქტი და მომსახურება ერთი სივრციდან, დისტანციურად, მიიღონ. ჰაკათონის მთავარი მიზანია, EKIMO-ს პლატფორმა გახდეს პერსონალური ასისტენტი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, რომელიც, თავის მხრივ, ერთგვარი პრევენციული მკურნალობის სერვისი იქნება მათთვის.
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
კომენტარები