10 რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას ეკონომიკის საკითხებზე — NGO-ები და კვლევითი ცენტრები
ფოტო: Yeshiva University
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და კვლევითი ცენტრები საქართველოს მთავრობისთვის ეკონომიკურ საკითხებზე 10 რეკომენდაციას გასცემენ.
მათი თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინაში და ამის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული საერთაშორისო სანქციები საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, თუმცა, ამ ეტაპზე, შექმნილი მდგომარეობა საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს არ გამოიწვევს.
საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კვლევითი ცენტრების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება, თუმცა, ეკონომიკური ზრდის ტემპი წლის დასაწყისში პროგნოზირებულზე ნაკლები იქნება.
არსებული გამოწვევების საპასუხოდ და შექმნილი შესაძლებლობების გამოსაყენებლად, საერთაშორისო ორგანიზაციები და კვლევითი ცენტრები საქართველოს მთავრობისთვის შემდეგ რეკომედაციებს გასცემენ:
- საქართველოს მთავრობამ ცალსახად და მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად;
- გაუქმდეს იმპორტის გადასახადი იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც არ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და იმ პროდუქციის ალტერნატიული მომწოდებლები არიან, რომლებიც ძირითადად რუსეთიდან შემოდის.
- მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯები უნდა შეამციროს;
- მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რა უარყოფით გავლენას მოახდენს რუსეთზე დაკისრებული სანქციები საქართველოს ეკონომიკაზე და ამ ანალიზის საფუძველზე, დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვაზე დასავლელ პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს;
- მნიშვნელოვანია მთავრობამ გაითვალისწინოს, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი იზრდება და ეს პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული;
- უნდა დაჩქარდეს კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებაზე მიმართული რეფორმები საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს ხელშეწყობისათვის;
- საქართველოს შეუძლია სტრატეგიულად გამოიყენოს ქვეყანაში შემოსულ უკრაინელ ლტოლვილებს შორის არსებული საშუალო და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები ეკონომიკის იმ სექტორებში (მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიები), სადაც ადგილობრივი პროფესიული უნარების ნაკლებობაა;
- საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება;
- საქართველოს მთავრობამ და მუნიციპალიტეტებმა ისეთი სამეწარმეო საქმიანობა მაინც არ უნდა დაასუბსიდირონ, რაც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის;
- საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია.
ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების რეკომენდაციების მიზანია, საქართველოს მთავრობამ გადადგას ნაბიჯები, რათა შენარჩუნდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოტენციალი, მიღებულ იქნას ფასების ზრდის საწინააღმდეგო ზომები, გამოიყენოს ქვეყანამ ახალი შესაძლებლობები და შემცირდეს საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება.
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები