იანვარში ბათუმში უკრაინის მოქალაქე ქალი გააუპატიურეს, თუმცა დაზარალებულის სტატუსს ჯერ კიდევ არ ანიჭებენ — საფარი
ფოტო: United Nations
საფარის განცხადებით, 2022 წლის იანვარში ბათუმში უკრაინის მოქალაქე ქალი გააუპატიურეს, თუმცა მას დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალი მათ დაახლოებით 1 თვის წინ დაუკავშირდა, მათ დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
"იმყოფებოდა ახალი წლის აღსანიშნავად, სადაც მას მიაღებინეს მისთვის უცნობი ტიპის, ალკოჰოლური თუ სხვა ტიპის ნივთიერება, შემდეგ გადაიყვანეს სხვა ადგილზე. ამის შემდეგ ადამიანს პრაქტიკულად აღარ ახსოვს კარგად, რა ხდებოდა. გაუპატიურების მომენტები ძალიან ფრაგმენტულად ახსოვს.
ისიც არ იცის ერთი ადამიანი იყო, თუ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა გაუპატიურებაში. როდესაც აზრზე მოვიდა, იყო გახდილი, ჰქონდა დაზიანებები და უკვე მეორე დღეს, 16-ში მიმართა პოლიციას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მაგრამ ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დღემდე ამ ქალს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი", — ამბობს საფარის აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია.
მისივე თქმით, ქალს დაკითხვის დროს ქალს თარჯიმანი არ ჰყავდა და არ იცის რას მოაწერა ხელი, რადგან ტექსტი ქართულ ენაზე იყო დაწერილი.
"ჩვენ 3 კვირის წინ დაგვიკავშირდა, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ გამოძიება არ მიდის ეფექტურად. ასევე, ის ყვება, რომ მეორე დაკითხვის შემთხვევაში არ ჰყავდა თარჯიმანი და არ იცის რას მოაწერა ხელი იმიტომ, რომ ქართულად დაწერილ ტექსტს მოაწერინეს ხელი. იმის გამო, რომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, ჩვენც არ გვაქვს საშუალება, რომ გავეცნოთ გამოძიებაში რა მასალები დევს და რამდენად ეფექტურად ხორციელდება გამოძიება.
სქესობრივ დანაშაულებში სერიოზული პრობლემაა ამ ქვეყანაში. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ პრობლემაა თუ უცხოელი არის ქალი. კიდევ უფრო მეტად სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობს მის მიმართ და ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას არ სჯერა ხოლმე, რომ უცხოელი ქალიც შეიძლება იყოს გაუპატიურებული და მიაჩნია, რომ ყველა ეს შემთხვევა თანხმობითაა განხორციელებული", — ამბობენ საფარში.
საფარი ითხოვს:
- საქმის წამროება გადაეცეს პოლიციის სხვა განყოფილებას, რადგან არ ენდობიან იმ პოლიციელებს, რომლებმაც უკრაინის მოქალაქე ქალი გამოკითხეს თარჯიმნის გარეშე;
- დაუყოვნებლივ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი ქალს;
- დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა სავარაუდო დამნაშავის მიმართ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები