3 აქცია საფონდო ბირჟიდან, რომლის ყიდვასაც ანალიტიკოსები გვირჩევენ
ფოტო: Myriam Jessier / Unsplash
როდესაც ბაზარზე არსებული მდგომარეობა ნაკლებად პროგნოზირებადია, უამრავი შემოთავაზებისა და ფაქტორის ფონზე შეიძლება დაიბნე. სწორედ ამისთვის არსებობენ ბაზრის ანალიტიკოსები, რომ ამ საქმით დაინტერესებულ ადამიანებს სწორი მიმართულებები მისცენ და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარონ.
თუ ბაზრის მიმდინარე ტენდენციებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო პერიოდში ნავთობის ფასები მზარდია, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასმა მარტის დასაწყისში 123 დოლარს გადააჭარბა და ბოლო წლების მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.
ამასთან, პანდემიურმა კრიზისმა, რომელმაც მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკური პრობლემები გამოიწვია, გადამზიდ კომპანიებზე მოთხოვნა გაზარდა. იმის ფონზე, რომ ეს სექტორი ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს უკავშირდება და მასზე დამოკიდებულება მაღალია, კომპანიები, რომლებიც აქ საქმიანობენ ანალიტიკოსების მხრიდან ყოველთვის დაკვირვების ქვეშ არიან.
ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, ანალიტიკოსები იმ სამ აქციას გამოყოფენ, რომელიც, მათი შეფასებით, ინვესტორების მხრიდან უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.
PDC Energy (PDCE)
კომპანია აშშ-შია დაფუძნებული და ნედლი ნავთობისა ბუნებრივის აირის წარმოებით არის დაკავებული. მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის ფონზე, ნავთობზე ფასების გაზრდამ PDC Energy-ის აქციების ფასების ზრდაც გამოიწვია.
მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, კომპანიის აქციების ღირებულება გაზრდილია 45%-ით, ხოლო გასულ თვესთან შედარებით, ფასიანი ქაღალდების 12,6%-იანი ზრდა ფიქსირდება.
2021 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავლები 207%-ით გაიზარდა და 854,64 მილიონი დოლარი შეადგინა. თუ გასული წლის სრულ მონაცემებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ კომპანიამ 2021 წელს ერთ აქციაზე 7,99 აშშ დოლარის მოგება მიიღო, ხოლო შემოსავლებმა 1,86 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Tourmaline Oil (TRMLF)
Tourmaline Oil კანადის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ნავთობისა და ბუნებრივი გაზის წარმოებით არის დაკავებული. როგორც ცნობილია, კანადა მსოფლიო ენერგიის დიდ ნაწილს ფლობს.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით კომპანიის აქციების ღირებულება 41,4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის წინა თვესთან შედარებით კი ზრდა 10%-ზე მეტია.
გასული წლის მეოთხე კვარტალში Tourmaline Oil-ის შემოსავალმა 1,53 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც ერთ აქციაზე მოგების მოცულობამ 2,96 დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 30%).
კომპანია საკუთარი აქციონერებისთვის დივიდენდების გადახდასაც განაგრძობს. რამდენიმე ხნის წინ Tourmaline Oil-მა საბაზისო დივიდენდის მოცულობა 0,80 დოლარამდე გაზარდა. როგორც ცნობილია, კომპანია ეგრეთ წოდებულ სპეციალურ დივიდენდს ერთი აქციისთვის 1,25 დოლარის ოდენობით იხდის.
ZIM Integrated Shipping Services Ltd. (ZIM)
ეს კომპანია ისრაელშია დაფუძნებული და მსუბუქი კონტეინერებით ტვირთგადაზიდვით არის დაკავებული. მის სერვისში შედის ტვირთის გადაზიდვა, ციფრული მომსახურება და სხვა.
ZIM-ის აქციების ფასი მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით 59%-ით არის გაზრდილი, გასულ თვესთან შედარებით კი ზრდა 4,4%-ია. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2021 წელი წარმატებულად დახურა. კერძოდ, მეოთხე კვარტალში შემოსავლები 155%-ით გაიზარდა და 3,47 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო წმინდა შემოსავლების ზრდამ 366%-ით, 1,71 მილიარდი შეადგინა. კომპანიამ დივიდენდების მოცულობაც გაზარდა — ამჟამად ერთ აქციაზე 17 დოლარამდე დივიდენდს იხდიან.
ბოლო მონაცემების მიხედვით, კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 73 დოლარის ფარგლებშია — ბაზრის ექსპერტები ამ მაჩვენებლის ზრდა ელიან.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
კომენტარები