ტრამპის ახალი ბრძანებით, დროებითი სამუშაო ვიზების გაცემა გამკაცრდება
ფოტო: Getty Images
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი ახალ ბრძანებას მოაწერა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უწყებებმა უნდა გადახედონ თავიანთ პოლიტიკას H-1B ტიპის ვიზების გამოყენების თაობაზე. ამ ტიპის ვიზების გაცემის პროგრამა ამერიკულ კომპანიებს საშუალებას აძლევს დროებით დაიქირაონ უცხოელი თანამშრომლები. პროგრამის კრიტიკოსების აზრით, მას ხშირად საზღვარგარეთიდან ე.წ. იაფი მუშახელის შემოყვანის მიზნით იყენებენ და ამით ამერიკელ სამუშაოს მაძიებელთა ინტერესები ზიანდება.
თუმცა პროგრამის გაგრძელების მომხრეები ამბობენ, რომ ამ ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ მაღალკვალიფიციური, ტექნოლოგიური უნარების მქონე პროფესიონალები ჩამოიყვანონ შტატებში, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი სამშაბათს, ვისკონსინის შტატში სტუმრობისას, მოაწერა. მისი თქმით, ეს მისი დაპირების - აღადგინოს ამერიკის ეკონომიკა და პოლიტიკის ნაწილია.
ტრამპის ახალი ბრძანებით სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი იქნებიან გადახედონ სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკას და დარწმუნდნენ, რომ არ ირღვევა წესი - „იყიდე ამერიკული“.
“ამ ბრძანებით, მე მივმართავ თითოეულ სახელმწიფო სტრუქტურას, რომ მკაცრად დაიცვან ჩვენი პოლიტიკის - „იყიდე ამერიკული“ - წესები; ასევე მაქსიმალურად შეიძინონ ამერიკაში დამზადებული პროდუქტი ყველა ფედერალური პროექტის დაგეგმვა-შესრულებისას“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ტრამპი ვისკონსინის შტატში სამუშაო იარაღების დამამზადებელ ქარხანასაც ესტუმრა და სწორედ იქ განაცხადა, რომ ამერიკის საიმიგრაციო სისტემის დარღვევები შესაძლებლობებს აძლევს დამსაქმებლებს, რომ ამერიკელი თანამშრომლები უფრო იაფიანი მუშა ხელით, უცხოელი დროებითი თანამშრომლებით ჩაანაცვლონ.
„ამერიკელი დასაქმებულები და დასაქმების მაძიებელნი დიდხანს ითხოვდნენ ჩვენგან რეფორმებს, სავიზო დარღვევების აღკვეთას. დღეს კი ესაა ჩვენი პასუხი მათთვის. იწყება პირველი ნაბიჯების გადადგმა H-1B ვიზების სისტემის ბევრჯერ გადადებული რეფორმისთვის“ - განმარტა პრეზიდენტმა.
H-1B ტიპის ვიზა სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ დაეხმაროს დამსაქმებლებს, შტატებში ჩამოიყვანონ ის უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც მათთვის მნიშვნელოვანი და იშვიათი უნარები აქვთ, თუკი ამ უნარების მქონე კადრების პოვნა ამერიკაში რთულია.
ჰოვარდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი რონილ ჰირა, ამბობს, რომ ამ პროგრამის იდეა კარგია, თუმცა გამოყენება სხვადასხვაგვარი.
„იდეა ისაა, რომ ამით უნდა შეივსოს ქვეყანაში არსებული პროფესიონალების დანაკლისი. როცა ვერ პოულობ საჭირო უნარების მქონე კადრებს ქვეყანაში, შემდეგ გეგმავ, რომ ეს დანაკლისი უცხოელი თანამშრომლით შეავსო“, - ამბობს რონილ ჰირა, მაგრამ იქვე განმარტავს, რომ ეს დროებითი ზომა უნდა იყოს. ეს პროგრამა კი ნამდვილად არ ყოფილა გამოყენებული იმისთვის, რომ საუკეთესო სპეციალისტები და ყველაზე მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ჩამოსულიყვნენ შტატებში.
„ეს პროგრამა იქცა დამსაქმებლებისთვის საშუალებად, რომ ჩამოიყვანონ გაცილებით იაფი მუშახელი იმის სანაცვლოდ, რომ პირიქით, პროფესიული უნარების დანაკლისი შევსებულიყო. პროგრამა სინამდვილეში ძირს უთხრის ამერიკულ სამუშაო ძალას. ასე რომ, ამ შემთხვევაში ტრამპი აბსოლუტურად მართალია“, - მიიჩნევს ჰირა.
პროფესორი ამბობს, რომ ამ ტიპის ვიზების გაცემის გამკაცრება ხელს შეუწყობს იმ კომპანიებს, რომელთაც რეალურად სჭირდებათ იშვიათი და გამორჩეული უნარების მქონე უცხოელი სპეციალისტები.
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
კომენტარები